ეკონომიკამთავარი

სომხეთში გაშენდება რეგიონში ყველაზე მაღალზე მდებარე ვენახი

კომპანია „მარანი“  ვაიოცძორის რაიონის სოფელ არტაბუინქში,  ზღვის დონიდან 2050-2070 მ სიმაღლეზე აპირებს  ყველაზე მაღალი  და ციცაბო ინდუსტრიული  დანიშნულების ვენახის გაშენებას.  

კომპანიის ცნობით,ვენახი  დამუშავდება  ორგანული ტექნოლოგიებით და ის მთლიანად შეესაბამისობაში იქნება მოყვანილი  ბიომრავალფეროვნების დაცვის ფილოსოფიასთან.

კომპანია “მარანი” ქმნის ვენახს  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ფინანსირებადი  და სოფლის განვითარების ფონდის პროგრამის  “სოფლის ეკონომიკური განვითარება – ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები”  მხარდაჭერით, სომხეთის განვითარებისა და ინვესტიციების კორპორაციის მიერ გაცემული სესხით.

„ეს არის უპრეცედენტო ინოვაციური პროექტი, რომელიც იძენს მნიშვნელობას დღეს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წინაშე მდგარი მრავალი გამოწვევის, განსაკუთრებით კი გლობალური კლიმატის ცვლილების კონტექსტში.

გლობალური დათბობა გარდაუვალ გავლენას ახდენს სექტორის შემდგომ განვითარებაზე, აიძულებს არსებული რესურსების რადიკალურ გადაკეთებას. კერძოდ, გათვლები აჩვენებს, რომ მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში არარატის  ფერდობი  არასასურველი იქნება ხარისხოვანი  მევენახეობისთვის, განსაკუთრებით მეღვინეობისთვის.

ამასთან, ქვეყანაში გვაქვს ათასობით ჰექტარი მაღალი, ნაკლებად  გამოყენებული მიწა. ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი მთებზე ყურძნის გაშენების, მაღალმთიანი მევენახეობის და მეღვინეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების შესახებ. სწორი სტარტით, ერთ – ორ ათწლეულში გვექნება მდიდარი სამეცნიერო -საწარმოო გამოცდილება, განვითარების მკაფიოდ განსაზღვრული მიმართულებები და მათი განხორციელების მეთოდები.

”ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ეხება  სახეობების კომპოზიციას,  სითბოშემნახველ  და მცირე წყლის მოხმარების  აგროტექნოლოგიებს, რთული და ციცაბო რელიეფის გამოყენებას და, რა თქმა უნდა, ღვინის დამზადების მიმართულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის კვლევითი  ნაწილი დაიწყო წლის დასაწყისში, შეიქმნა ადგილობრივი ჯიშების სანერგე. ამჟამად მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოები.

ნახეთ მეტი
Back to top button