,, არმენპრესი“ წერს, რომ ნიდერლანდებში სომხეთის ელჩმა ტიგრან ბალაიანმა ჰოლანდიურ გაზეთ “Daily Nederlands Dagblad” – ში საკმაოდ მწვავე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ციტირებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი. აზერბაიჯანელების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა რეგულარულია, რისთვისაც აზერბაიჯანული მხარე თავს არიდებს პასუხისმგებლობას.
როგორც “ჰოლანდიური დღიურის” ვებსაიტზე მინიშნებით იუწყება “არმენპრესი”, ყველაზე საშიშია ბაქოს ბოლო განცხადება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო დარყმის გამოყენების შესახებ. კიდევ ერთ შემაშფოთებელ და პროვოკაციულ მოქმედებას ახორციელებს თურქეთი, როდესაც ღიად აცხადებს, რომ ბოლომდე მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს.
ელჩი მოკლედ შეეხო კონფლიქტის პრეისტორიას. სომხეთის გზავნილი ერთმნიშვნელოვანია, მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ არსებობს, მიიჩნევს ელჩი.
საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ საკითხზე, მხარი დაუჭიროს ყველა მხარეს, რომ პატივი სცენ 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, ხოლო აზერბაიჯანი უნდა დათანხმდეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინადადებას, სანგრების გასწვრივ ეუთოს დამკვირვებლების განლაგების შესახებ, ასევე შეიქმნას ეუთოს მოკვლევის მექანიზმი, რომელიც შეისწავლოს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებს. მხოლოდ ამ გზით დამყარდება მშვიდობა.
“არმენპრესი” სტატიის თარგმანს წარმოგიდგენთ სრულად․
”მაშინ, როდესაც მსოფლიო ძალისხმევებს აერთიანებს კოროვირუსული ეპიდემიის და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, 12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, მძიმე არტილერიის გამოყენებით, სცადეს სომხეთის სასაზღვრო პოზიციების ხელში ჩაგდება, რის შედეგადაც ორივე მხრიდან დაიღუპა 16 ადამიანი. ეს 1994 წლის სამმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების აშკარა დარღვევა იყო. ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა ომი აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის, ხოლო სომხეთი მხარს უჭერს მთიან ყარაბაღს. ომმა, რომელიც დაახლოებით 4 წლის განმავლობაში გაგრძელდა, 35 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთთან გაერთიანების განზრახვის საპასუხოდ მის წინააღმდეგ დაიწყო ომი. იგი სომხეთისგან გამოიყო და აზერბაიჯანს გადაეცა 1921 წელს, საბჭოთა ლიდერის სტალინის მიერ.
არტილერიის გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა, რადგან მან მიზანში ამოიღო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სოფლების და სახლების ჩათვლით, პირდაპირ საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს.
სომხეთმა მრავალრიცხოვან მცდელობებს მიმართა, სხვა ქვეყნების ყურადღება მიიქცია ფართომასშტაბიანი ძალადობის საფრთხეზე, მოუწოდა მათ დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ. ჩვენი გაფრთხილებების მიუხედავად, აზერბაიჯანის არმიის ზემოაღნიშნული პროვოკაცია საზღვარზე არასტაბილურობის პროვოცირების მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის სიურპრიზი იყო. ამასთან, მისი წინაპირობები აშკარაა: აზერბაიჯანში არსებული ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი (გაუქმებულია 4 ბანკის ლიცენზია), ოპოზიციის სერიოზული დევნა, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გაუარესება, საზღვრების დაკეტვა, სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მყოფი აზერბაიჯანელების სამშობლოში დაბრუნებაზე აკრძალვა.
ამ ვითარებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაზარდა მათი რიტორიკა, ტერიტორიული ამბიციების გამოხატვაც კი დაიწყო სომხეთის მიმართ. სასაზღვრო რეგიონებში ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები (რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ). ყოველივე ეს კეთდება მოსახლეობის ყურადღების სხვადასხვა კრიზისისგან გადატანის, ასევე პანდემიის მიმართ ბრძოლის შესახებ სახალხო პროტესტის ჩახშობის მიზნით.
ის, რომ აზერბაიჯანი არ აფასებს ადამიანის სიცოცხლეს და უპასუხისმგებლო ქცევას გამოხატავს, აშკარად ჩანს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც კერძოდ ნათქვამია: ,,სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვნი არმიის შეიარაღებაში არსებულ სარაკეტო სისტემებს აქვთ შესაძლებლობა დარტყმა განახორციელონ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე. ეს კი შეიძლება სომხეთის დიდი უბედურების მიზეზი გახდეს”. წლების განმავლობაში აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ ატომური ელექტროსადგური მას ეკოლოგიის მხრივ საშიშროებას უქმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ატომური ელექტროსადგური უსაფრთხოა. ახლა კი ხდება ატომური ელექტროსადგურის სპეკულირება მუქარისა და შიშის გავრცელების მიზნით.
შეშფოთების კიდევ ერთი ფაქტორი არის თურქეთის პროვოკაციული როლი, კერძოდ, უკანასკნელის მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების აშკარა მხარდაჭერა და მისი დაპირება, რომ დაეხმაროს აზერბაიჯანს ყველა შესაძლო საშუალებით, სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში. ”ჩვენ არასოდეს დავტოვებთ ჩვენს ძმას აზერბაიჯანს, ჩვენ ბოლომდე ვუჭერთ მხარს აზერბაიჯანს”, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
ბოლო დღეებში თურქეთსა და სომხეთს შორის ჩაკეტილი საზღვრის გასწვრივ ჰაერში აფრინდნენ სამხედრო თვითმფრინავები და სადაზვერვო უპილოტო მფრინავი აპარატები. 1993 წლის ომის დროს თურქეთმა ცალმხრივად დახურა საზღვარი სომხეთთან აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. მან ასევე გააქტიურა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება, რაც საშიში ნაბიჯია ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან, რომელიც ჯერ არ არის დაგმობილი ნატოს წევრების მიერ.
ამ კონფლიქტის გაღრმავება და შესაძლო გაფართოება ჰუმანიტარული კატასტროფისკენ მიგვიყვანს, რომლის შედეგებიც დაზარალებულთა და ლტოლვილთა ნაკადების დიდი რაოდენობა იქნება.
სომხეთის პოზიცია ცალსახაა – მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ამ პოზიციის ერთგული ვრჩებით და გავაგრძელებთ მუშაობას დაძაბულობის შესამცირებლად, მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოუწოდოს ყველა ჩართულ მხარეს, რომ განამტკიცონ 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტა, დაეთანხმონ საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის მისიის განლაგებას, ასევე შემოიღონ ეუთოს საგამოძიებო მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების შესამოწმებლად. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრება“.