მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება სომხეთის მნიშვნელოვან საკითხთაგანია: უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში შეტანილია ქვეყნის ძირითადი ინტერესები, ესენია:   სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისადმი მიძღვნილ საჯარო განხილვის დროს.

”სტრატეგიას აქვს ლოგიკა, აქ ჩვენ შევეცადეთ ინვესტიცია მოვახდინოთ სომხეთის რესპუბლიკის ძირითად ინტერესებზე, რომლებიც გამოიყო 3 პუნქტად: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და მთიანი  ყარაბაღის  უსაფრთხოება. ამრიგად, ჩვენ მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება ჩავრთეთ სომხეთის უმაღლესი ინტერესების რიცხვში”,- თქვა გრიგორიანმა და დასძინა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან და სომხეთის სუვერენიტეტთან ერთად, მთიანი ყარაბაღის  უსაფრთხოება ითვლება სომხეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად.

უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ის მიდგომები, რომლებიც ფორმირებულნი არიან  ეროვნული  უსაფრთხოების  სტრატეგიაში მთლიანად ასახავენ რეალობას.

”აზერბაიჯანის შესაძლო საომარი მოქმედებები აქ მოცემულია, როგორც პირველადი საფრთხე. თურქეთი წარმოადგენს საფრთხეს იმ თვალსაზრისით, რომ იგი მხარს უჭერს აზერბაიჯანს. ”საგარეო პოლიტიკაში არსებობს პანსომხური  პრინციპი,  რომელმაც ზოგადად ნათლად წარმოაჩინა  რუსეთში ბიზნესთან შექმნილი  პრობლემები, პან-სომხეთის დღის წესრიგი, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომეხთა ერთიანობა”, – ხაზი გაუსვა არმენ გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button