მთავარისაზოგადოება

რა თანხები დახარჯა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19 – ის წინააღმდეგ ბრძოლაში

კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის, კონტროლის, მკურნალობისა და სხვა კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში, 2020 წლის მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით, სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტრომ დახარჯა დაახლოებით 5,8 მილიარდი დრამი ( 548 დრამი უდრის  1 დოლარს. რედ. ). ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

გასული 4 თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლისთვის ხელახალი სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრების მომსახურების ხარჯებმა შეადგინა 1 443 504 690 დრამი , სამედიცინო პერსონალისთვის გადახდილმა პრემიებმა –  651 968 363 დრამი, დროებით  იზოლატორებში  მოვლის ხარჯებმა –  389 675 775 დრამი.

სამედიცინო პერსონალის დამცავი საშუალებებით მომარაგებაზე დაიხარჯა  669 323 500 დრამი, 828 074 847 დრამი –  მედიკამენტების შესაძენად, 1 066 518 894 დრამი კი -სამედიცინო აღჭურვილობისათვის.

სამედიცინო ცენტრების რემონტზე დაიხარჯა 618 851 437 დრამი, სხვა სახელმწიფო ორგანოების საჭიროებებისთვის   – 140 610 307 დრამი.  

ჯამში დაიხარჯა მარტიდან 1 ივლისამდე   5 808 527  812 დრამი.

სამინისტრო  განმარტავს, რომ წარმოდგენილი ხარჯები ექსკლუზიურად არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები. მაგრამ სხვა დასხვა დეპარტამენტების მიერ გაწეული იქნა სხვა ხარჯებიც.

ამავე დროს, ეპიდემიის გამო, ხარჯები დღესაც გრძელდება, ამიტომ სამინისტრო აცხადებს რომ რეგულარულად მოგვაწვდის  ახალ ინფორმაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button