მთავარიპოლიტიკა

სომხურმა არმიამ გამოიყენა სპეციალური ინოვაციური შეიარაღება

,,Lragir.am“ წერს, რომ კვირას, 12 ივლისს, მნიშვნელოვანი სამხედრო ინციდენტი მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. ბაქოს სამხედრო უწყების ოფისებში მჯდარმა საეჭვო სამხედრო  სასარდლო ნიჭის მქონე პირებმა საჭიროდ ჩათვალეს შეტევა განეხორციელებინათ სომხურ პოზიციებზე, რამაც აზერბაიჯანული ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგების გარდა სხვა შედეგი არ გამოიღო.

შედეგი არ გამოიღო არც დაზვერვის გამოყენების და საბრძოლო უპილოტო მფრინავი აპარატების ძალებით ზუსტი დარტყმების განხორციელების ტაქტიკამაც. რამდენიმე დღის ბრძოლების დროს აზერბაიჯანმა დაკარგა ისრაელის მიერ წარმოებული 15 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რაც მათი გამოყენების მთელ ისტორიაში უპრეცედენტოა.

ასეთ მოკლე დროში მსგავსი დანაკარგები შემთხვევითი არაა და აიხსნება არა მხოლოდ სომხეთის საჰაერო თავდაცვის დახვეწილი მოქმედებებით, არამედ  სპეციალური ინოვაციური ტექნიკისა და შეიარაღების სისტემების არსებობითაც, რომლებიც შეიქმნა ნულიდან ან მოდერნიზებულ იქნა სომხური სამხედრო ინდუსტრიის მიერ.

ამასთან, პროცენტული თანაფარდობით, პირველთა რიცხვი უპირატესი ნაწილია. საიდუმლო არ არის, რომ ამჟამად სამხედრო კონფლიქტები არა მხოლოდ დაპირისპირებაა ხმელეთზე და ცაში, არამედ ტექნოლოგიების ბრძოლაც. სომხეთს, რომელიც ცნობილია თავისი მაღალტექნოლოგიური და სამეცნიერო ფილიალებით, ყოველთვის აქვს რაიმე საჩვენებელი.

სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება და აგრძელებს  მუშაობას სრული მოცულობით, აღინიშნება საერთაშორისო ბაზარზე შესვლის გზები. ეს მოწმობს, რომ სომხური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ზეთანამედროვე ნაწარმი მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანია, რამაც უზრუნველყო მტრისადმი დომინირება და შემდგომში კიდევ უფრო უზრუნველყოფს სომხეთის ტექნოლოგიურ დომინირებას, გაათანასწორებს რა მოწინააღმდეგის რაოდენობრივ უპირატესობას შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის მხრივ.

ნახეთ მეტი
Back to top button