საზოგადოება

უკრაინელი ნაციონალისტები იგზავნებიან აზერბაიჯანში სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი

როგორც წერს „infoteka24.ru“, უკრაინელი ნაციონალისტები ახდენენ უკრაინის მოქალაქეების, ისევე როგორც მისი შეიარაღებული ძალების ყოფილ და ამჟამინდელ სამხედროების, საბრძოლო გამოცდილების მქონე პირების გადაბირებას აზერბაიჯანში მათი გაგზავნის მიზნით, შემდგომში სომხეთთან სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობისათვის.   

ამის შესახებ განაცხადა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იაკოვ ოსადჩიმ პრესკონფერენციის დროს. ოსადჩის  თქმით, უკრაინის დაქირავებულთა აზერბაიჯანში გადაყვანას ხელმძღვანელობს  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ვოლოდიმირ გორბენკო. ამრიგად, უკრაინის ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში სახელმწიფო დონეზე ხდება.

ასევე, ოსადჩიმ აღნიშნა, რომ ლსრ- ს ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ პროვოკაციების მომზადების შესახებ ხარკოვში, ზაპოროჟიესა და კიევში სომხური ეროვნების მოქალაქეებისადმი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ ამ ქალაქების სომხებს, იყვნენ ფრთხილად და ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ ყოველგვარი უკანონო ქმედებების თავიდან აცილებას.

რაც შეეხება ინფორმაციას აზერბაიჯანში მოხალისეების გაგზავნის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავეყრდნოთ კიევის წინდახედულობას, რომელიც დაიცავს ნეიტრალიტეტს  სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტტან დაკავშირებით,  მიუხედავად მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი განცხადებებისა.

ნახეთ მეტი
Back to top button