მთავარისაზოგადოება

73 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 37.390 გახდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 73-ით გაიზარდა და გახდა 37.390. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის, ფაქტობრივად,  მკურნალობს 9793 ადამიანი, ჩატარებულია 157 466 ტესტირება, ინფიცირებულთაგან 26 665 გამოჯანმრთელდა. დაფიქსირდა 711 (+6) გარდაცვალება. დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს კორონავირუსის დაავადება ჰქონდა, მაგრამ სიკვდილი სხვა მიზეზის გამო დადგა. ასეთ გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 221-ს შეადგენს.

26 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 37,317 იყო.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. გაფართოებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.

სავალდებულოა აგრეთვე საჯარო ღია ადგილებში ნიღბის ტარება. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს) შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.

13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე.

ნახეთ მეტი
Back to top button