პოლიტიკა

აზერბაიჯანი და თურქეთი ნახჭევანში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

,,News.am” წერს, რომ აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე, მათ შორის ნახჭევანში, იტყობინება ,,რია ნოვოსტი“, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

”აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების თანახმად, წლიური გეგმის შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში გაიმართება ფართომასშტაბიანი ერთობლივი აზერბაიჯანულ-თურქული ტაქტიკური და საფრენა-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ ორი ქვეყნის  სახმელეთო ჯარები და საჰაერო ძალები, საბრძოლო გასროლებით. ერთობლივი წვრთნის შემადგენლობაში შედის პერსონალი, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო და ყუმბარმტყორცნები, ასევე სამხედრო თვითმფრინავი და ორი ქვეყნის ჯარების საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, ნათქვამია პრესსამსახურში.

განმარტებულია, რომ “გეგმის მიხედვით, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები გაიმართება 1-5 აგვისტოს ბაქოში, ნახჭევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში.”

ნახეთ მეტი
Back to top button