საზოგადოება

ბერბანკის სომხური სუპერმარკეტის დახლებიდან ჩამოღებული იქნა თურქული საქონელი

,,ინფოტეკა 24“ წერს, რომ ამერიკის კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქის ქალაქ ბერბანკში, სომხური სუპერმარკეტის დახლები გათავისუფლდნენ თურქული წარმოების საქონლისგან.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ისაუბრა ბერბანკში მცხოვრებმა, სომხეთში დაბადებულმა კარენ ვარდიანიანმა.

მისი თქმით, მან  სუპერმარკეტის მეპატრონეები დაარწმუნა განთავისუფლებულიყვნენ თურქული საქონლისგან. ვარდანიანმა აღნიშნა, რომ ის მოსკოვში მიმდინარე სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ვითარებას თვალყურს ადევნებს და თავის თანამემამულეებს მოუწოდებს, არ დაექვემდებარონ პროვოკაციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button