იარხუშტა სამხედრო კომისარიატის ეზოში. ახალწვეულებიც ცეკვავდნენ. ამაღელვებელი ვიდეო

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ახალწვეულებს არმავერის სამხედრო კომისარიატში ცეკვებით აცილებენ. დღეს, აიგეშატის თემიდან ჯარში გაწვეული ბიჭების გასაცილებლად არა მხოლოდ ნათესავები მოვიდნენ, არამედ მეგობრებიც, მათ შორის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის “სურმალუ” ბიჭებიც მოვიდნენ. სწორედ მათ გადაწყვიტეს თავიანთი მეგობრების მხიარული გულებით გაცილება გამარჯვებულ სომხურ არმიაში, რათა იგივე სიხარულით დახვდნენ.
სამხედრო კომისარიატის ეზოში ბიჭებმა იცეკვეს ცეკვა სამხედრო იარხუშტა და მათთან ერთად იცეკვა ერთ-ერთმა ახალწვეულმაც, არმან ჰამბარძუმიანმაც.
ვიდეო თავის ფეისბუქის გვერდზე განათავსა მომხმარებელმა ჰრაირ სურმალეცმა (ჰრაირ ღაზარიან), რომელიც ასევე არის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის “სურმალუ” ხელმძღვანელი. ”აი ასეთი სულისკვეთებით აცილებენ სომხურ ჯარში”, – წერს იგი ვიდეოს გვერდით, ბიჭებს უსურვებს კეთილ სამსახურს. მოკლე დროში მან მიიღო უამრავი ხედვა, ყველა მათგანმა ახალწვეულებს უსურვა მშვიდობიანი სამსახური და კეთილი დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ საზაფხულო გაწვევა სომხეთში 1 ივლისს დაიწყო. არც კორონავირუსმა და არც საზღვარზე არსებულმა ვითარებამ არ შეცვალა წვევამდელი ან დემობილიზაციის პირობები.