მთავარიპოლიტიკა

საქართველოში მცხოვრები სომხები დაელოდებიან ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე რეაგირებას და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომ თავიდან აიცილონ ვითარება რუსული სცენარის მიხედვით

,,Aravot.am” წერს, რომ ივლისის ბოლოს დაძაბულობამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უფრო მეტი აღშფოთება გამოიწვია აზერბაიჯანელებში, ვიდრე 2016 წლის აპრილის ომის დროს. ფაქტობრივად, მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ აზერბაიჯანის მთავარი პრობლემა გახდა მათი ჯარის სამარცხვინო დამარცხება სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე გამართულ ბრძოლებში, რომლის დროსაც აზერბაიჯანმა მრავალი ადამიანის და აღჭურვილობის ზარალი განიცადა. სასაზღვრო ომის ამ რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანულმა ჯარებმა დაკარგეს “იაშმას” ელიტური ბრიგადა, რომ აღარაფერი ვთქვათ გენერლებზე, პოლკოვნიკებსა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებზე, აგრეთვე დაზიანებული ტანკების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობაზე. ამასთან, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ყველაზე მეტად დააზარალა სომხური არმიის პოზიციურმა გაუმჯობესებამ და ასევე უპილოტო მფრინავი აპარატების დანაკარგმა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის აპრილის ომის დროს, უპილოტო მფრინავმა აპარატებმა  დიდი თავის ტკივილი გაუჩინა სომხეთის შეიარაღებულ ძალებს. ისრაელის წარმოების ათობით მილიონი დოლარის ღირებულების მქონე დაზიანებული 14 თვითმფრინავი ამაზრზენი დარტყმა იყო როგორც აზერბაიჯანის არმიისთვის, ისე ისრაელის სამხედრო ინდუსტრიისთვის, რადგან ამ იარაღიდან ბევრი მაინც დაუმარცხებლად ითვლებოდა და მილიარდობით შემოსავალი მოჰქონდა ისრაელის სახელმწიფოსთვის. ასეთი ხმამაღალი დამარცხების შემდეგ, ილჰამ ალიევმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კვებავდა თავის ხალხს მითებით აზერბაიჯანული არმიის სიძლიერის შესახებ, სხვა არჩევანი არ ჰქონდა, თუ არა სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანის აგენტების მეშვეობით სომხურ-აზერბაიჯანული ქსელური კონფლიქტის  შექმნა. მიზანი იყო საკუთარი ხალხის ყურადღების გადატანა ივლისის სასაზღვრო ომის სამარცხვინო დამარცხებისგან და კონფლიქტის საზღვარგარეთ გადატანა. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანელებმა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნებში სომხებისა და სომხური ობიექტების მიზანში ამოღება. პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა ქვეყანაში სომხეთის საელჩოებმა დაიწყეს მუშაობა ადგილობრივი სომხური თემების წარმომადგენლებთან.

ინციდენტის ეპიცენტრი სწრაფად გადავიდა მოსკოვში და აქაც სომხური მხარე ცდილობდა საკითხის მოგვარებას სამართალდამცავი ორგანოების საშუალებით. ამის მიუხედავად, როდესაც შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი, სომხურმა საზოგადოებამ მკაცრი მეთოდები გამოიყენა აზერბაიჯანული საზოგადოების აგრესიული ამბოხის ჩახშობის მიზნით. ამ ვითარებაში საქართველო არ იყო გამონაკლისი, რადგან აქ აზერბაიჯანულ საზოგადოებას ბაქო წლების განმავლობაში ამზადებდა ასეთი სიტუაციებისთვის. ამასთან, საქართველო ესაზღვრება როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს, და ამ თვალსაზრისით, სომხეთის დაბლოკვის საუკეთესო საშუალებაა აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს ჩართვა. პროვოცირების პირველი მცდელობა მოხდა 16 ივლისს, როდესაც აზერბაიჯანელთა ჯგუფი შეიკრიბა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და გამოვიდნენ ანტი-სომხური პლაკატებით და მოწოდებებით, რომლებშიც პარალელებს ავლებდნენ აფხაზეთსა და ყარაბაღის კონფლიქტებს შორის და ამბობდნენ, რომ ისინი მზად იყვნენ საბრძოლველად როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ამავდროულად, 19 ივლისს, აზერბაიჯანულმა მედია საშუალებამ ,,ჰექქინ აზ“-მა დაადანაშაულა საქართველო, თითქოსდა საქართველოს ტერიტორიით სომხეთში სამხედრო საბრძოლო მასალის გადატანაში, რაც ასევე იყო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის მცდელობა. ბაქოს მიერ დაგეგმილი ეს პროვოკაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოსა და ქართველების სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში ჩათრევას, სომხურ-აზერბაიჯანულ თემებს შორის ურთიერთობების დაძაბვას, არ გამოვიდა. არ გამოვიდა, რადგან 21 ივლისს ახალქალაქში ჩატარდა საპასუხო სამშვიდობო მიტინგი, ათასობით ხალხის მონაწილეობით, სადაც ჯავახეთის სომეხთა მთავარი მოწოდება იყო თავი შეიკავონ აზერბაიჯანული საზოგადოების ზოგიერთი ექსტრემისტის მიერ დაგეგმილი პროვოკაციებისგან. ახალქალაქში შეკრებილ სომეხთა გზავნილი იყო სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტი არ გადაეტანათ საქართველოში. ამის მიუხედავად, მარნეულის რეგიონში აზერბაიჯანულმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა 26 ივლისს ჩაატარეს ახალი მიტინგი იგივე პროვოკაციული ლოზუნგებით და ქართველებთან კონფლიქტში მონაწილეობის მცდელობებით, რაც უდავოდ შეიძლება ომის მოწოდებად მივიჩნიოთ. მიტინგს მოჰყვა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელთა ჯგუფი თავს დაესხა სომეხ ახალგაზრდას სოფელ სადახლოში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაქოს მიერ შედგენილი სცენარი იგივეა, რაც მოსკოვში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტია, რადგანაც საქართველოში ორი დიდი მეზობელი რეგიონი დასახლებულია სომხებითა და აზერბაიჯანელებით, და ამგვარი პროვოცირების შედეგად, ეს შეიძლება  ძალზე საშიში და აფეთქების შედეგების მომტანი იყოს რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ, ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სპეცსამსახურები და სამართალდამცავი სისტემა ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ამგვარი პროვოკაციების მიმართ. საქართველოში სომეხთა საზოგადოების სოციალურ ქსელებში მწვავე მსჯელობებისა და შეშფოთების გათვალისწინებით, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ახლა საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ხელშია და საქართველოში მცხოვრები სომხები დაელოდებიან ძლიერ რეაგირებას და პრაქტიკულ ნაბიჯებს, რათა სიტუაცია არ წავიდეს რუსული გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროვოკატორები მიაღწევენ თავიანთ მიზანს და ამით დაზარალდება ყველა მხარე გამონაკლისის გარეშე,  ისე, როგორც მაგალითად მოხდა იმავე რუსეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button