მთავარისაზოგადოება

სომხეთის საზოგადოებრივი რადიო მხარს უჭერს არცახის საზოგადოებრივი რადიოს ტექნიკურ და შინაარსობრივ აღჭურვას

,,Armradio.am’’ წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთის საზოგადოებრივ რადიოში არაერთი ტექნიკური, არსებითი და ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა. კერძოდ, გაორმაგდა საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხზე საინფორმაციო გადაცემების მოცულობა, ვიზუალიზებულია პირველი და მე -2 არხების გადაცემების უმეტესი ნაწილი, ასევე დაიწყო ვიდეო წარმოება აზერბაიჯანულ, ქართულ, თურქულ, სპარსულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

საზოგადოებრივი ტელე-რადიო კომპანიის საბჭოს ცნობით, საზოგადოებრივი რადიოს ვებსაიტი, რომელიც 12 ენაზეა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მრავალენოვან ინფორმაციულ რესურსად გვევ ლინება, რაც უზრუნველყოფს სოციალურ ქსელებში სომხეთის მხრიდან სიახლეების სწორად მიწოდებას.

სამჯერ გაიზარდა, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში AM სიგნალის გავრცელების ზონა,  ოთხჯერ გაიზარდა სომხურ-თურქული საზღვრის შირაქის მონაკვეთში საზოგადოებრივი რადიოს პირველი პროგრამის სიგნალის სიმძლავრე.

ინსტიტუციური რეფორმების ფარგლებში დაინერგა შიდა კომენდატურების ინსტიტუტი, რომელიც იმოქმედებს შესაძლო სამხედრო მდგომარეობის დროს. საზოგადოებრივ რადიოში ასევე შეიქმნა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სკოლა.

ამ დღეებში, სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლები თანამშრომლობენ არცახის კოლეგებთან, ბოლო დროს, არცახში ვიზიტის დროს, განხილულ იქნა არცახის საზოგადოებრივი რადიოს ტექნიკური აღჭურვის, მაუწყებლობის ქსელისა და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომაც უმასპინძლა არცახელ კოლეგებს პროფესიული გადამზადების მიზნით.

ამ დრომდე, არცახის საზოგადოებრივი რადიო მაუწყებლობდა სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს სიხშირით, დღეში 5 საათით. თანამშრომლობის წყალობით, არცახის საზოგადოებრივ რადიოს 1 სექტემბრიდან ცალკეული სიხშირით ექნება 24-საათიანი მაუწყებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button