პოლიტიკა
სომხეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა აღირიცხა

27 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 37 390 შეადგინა.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 239-ით გაიზარდა. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის, ფაქტობრივად, 9330 ადამიანი (-463) მკურნალობს, ჩატარებულია 158 527 ტესტი (+1,061), ინფიცირებულთაგან 27 357 გამოჯანმრთელდა (+692). დაფიქსირდა 719 (+8) გარდაცვალება.