მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა

28 ივლისის ღამით და დღეს დილით  სომეხ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე  შედარებითი სიმშვიდე იყო.  ინფორმაციას გვაწვდის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეპანიანი.

”აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლსასროლი იარაღით 17-ჯერ დაარღვია ზავის რეჟიმი, დაახლოებით 220-ჯერ გაისროლა სომხეთის მიმართულებით.  ორჯერ სოფელ  ჩინარის მიმდებარედ არსებულ საბრძოლო პოზიციებისაკენ, ორ-ორჯერ ცღუნის მიმართულებით. ზანგაკატუნისა და ჩივას მიმართულებით განლაგებულ ცალკეულ საბრძოლო პოზიციებისაკენ  13-ჯერ დაარღვია ზავის რეჟიმი”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს გადაელახათ სომხეთის სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით UAZ- ის მანქანით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად სროლას აწარმოებდა სომხეთის მიმართულებით,  როგორც სომხური სარძოლო პოზიციების, ასევე მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების  მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს ჰყავს 5 მსხვერპლი, 36 დაჭრილი  (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

გუშინ საზღვარზე აზერბაიჯანელი სნაიპერის ტყვიით ჯარისკაცი დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button