მთავარიპოლიტიკა

შემდგომი დესტაბილიზაციისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანს. ნაღდალიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა პროვოკაციული ქმედებებით აფერხებს საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას სიტუაციის განმუხტვისა და სამშვიდობო პროცესის აღდგენის მიზნით. ასეთი განცხადება გააკეთა სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა, რომელიც შეეხო დღეს აზერბაიჯანელი სნაიპერის ტყვიით კონტრაქტორი ჯარისკაცის აშოტ მიქაელიანის დაღუპვას.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 27 ივლისს, 01:10 საათის საზღვრებში, სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო პოზიციაზე მოწინააღმდეგის მიერ სნაიპერული იარაღიდან გახსნილი  ცეცხლით დაიღუპა კონტრაქტორი ჯარისკაცი აშოტ მიქაელიანი.

”თავისი პროვოკაციული ქმედებებით, აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა შემდგომი დესტაბილიზაციისთვის”, – აღნიშნა ნაღდალიანმა.

მისი თქმით, საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანი ამ პროვოკაციას მიმართავს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის მკაცრ დაცვას და პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებას.

ნაღდალიანი ახსენებს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, აზერბაიჯანი აცხადებს თურქეთთან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ვითარებისადმი სრ პოზიცია აშკარად გამოიხატა სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სრ მთავრობის 23 ივლისის სხდომაზე.

შეგახსენებთ, ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საჯაროდ უნდა თქვას უარი  ძალის გამოყენებაზე და გადადგას სარწმუნო ნაბიჯები ანტი-სომხური რიტორიკის შესაჩერებლად.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან, ვითარება გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ავტომანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერმა რეგულარულად განაახლა სროლა როგორც სომხური პოზიციების, ისე დასახლებების მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 6 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button