ეკონომიკა

ხდება ეკონომიკის განხრების აღდგენა. ეკონომიკური აქტივობის ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით გაიზარდა 14.8% -ით

,,არმენპრესი“ წერს, რომ 2020 წლის მაისიდან დაწყებული სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, ყოველთვიურად იზრდება წინა თვესთან შედარებით და უფრო სწრაფი ტემპებით. ,,არმენპრესი“ -ის ცნობით, სრ ეროვნული სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მაისში ეკონომიკური აქტივობის ინდექსი წინა თვესთან, აპრილთან შედარებით, გაიზარდა 13.3% -ით, ხოლო ივნისის ინდექსი მაისთან შედარებით გაიზარდა 14.8% -ით.

ამავდროულად, მიმდინარე წლის ივნისში, მაისთან შედარებით, გაიზარდა როგორც სამრეწველო ნაწარმის, მშენებლობის, სავაჭრო ბრუნვის, გაწეული მომსახურებების მოცულობა, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვა. კერძოდ, ივნისში, მაისთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 14.7% -ით, ხოლო იმპორტი 13.1% -ით. ივნისში მშენებლობის მოცულობა წინა თვესთან შედარებით 21.6% -ით გაიზარდა.

ამასთან, ეკონომიკური დაცემის ტემპი, აპრილიდან დაწყებული ყოველთვიურად შესუსტდა გასული წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით. ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი 2020 წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით 16.3% -ით შემცირდა, მიმდინარე წლის მაისში კი დაცემის ტემპი  გასული წლის მაისში შემცირდა 12.8% -ით, ხოლო ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით, დაცემის ტემპი  მხოლოდ 7.5% იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button