მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანულმა მხარემ 497 -ჯერ გაისროლა სომხეთის პოზიციების მიმართულებით. სრ თავდაცვის სამინისტრო:

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 28-29 ივლისის ღამით, და ამ დილით, სომეხ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე შენარჩუნდა შედარებითი სიმშვიდე. ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლსასროლი იარაღით 22-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სომხურ პოზიციების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა 497 გასროლა.

”ქოლაგირის, მოვსესის, ნერქინ კარმირაღბიურის, კოთის მიმართულებით მდებარე სამხედრო პოზიციების ცალკეულ ნაწილში გაისროლეს 5-ჯერ.  იერასხის, ჩივას, ზანგაკატუნის, ელფის მიმართულებით მდებარე სამხედრო პოზიციების ცალკეულ ნაწილში – 5-ჯერ. სამხედრო პოზიციების ცალკეულ ნაწილებში, რომლებიც განლაგებულია ბარძრუნის, ანგეღაკოთის მიმართულებით მდებარე სამხედრო პოზიციების სხვადასხვა ნაწილში – 12-ჯერ”, – წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან სიტუაცია გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button