პოლიტიკა

არსებობს ძალები და ქვეყნები, რომლებიც აქეზებენ კონფლიქტს: სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თურქეთის მისწრაფებებზე

რუსულ RBC ტელევიზიასთან ინტერვიუში, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამორიცხულად არ მიაჩნია ფართომასშტაბიანი ომი, ბოლო დროს განხორციელებული სომხურ-აზერბაიჯანული ესკალაციის ფონზე, რადგან არსებობს ძალები და ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტს აქეზებენ.  როგორც “არმენპესი”  წერს, ჟურნალისტმა ჰკითხა ფაშინიანს, თუ რომელია ეს წამქეზებელი ქვეყნები, ფაშინიანმა კი უპასუხა, რომ პირველ რიგში ეს არის თურქეთი.

”ამისათვის არსებობს ორი მიზეზი, ერთი მიმდინარე ინტერესები, მეორე კი –  ისტორიული, რადგან თურქეთი უარს არ ამბობს სომხეთის გენოციდის პოლიტიკაზე. ”თურქეთის პრეზიდენტი არამარტო აღიარებს სომხური გენოციდის ფაქტს, რომელიც მოხდა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში, არამედ ამართლებს კიდევაც მას”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრის თქმით, თურქეთის ამგვარი ქცევის კიდევ სხვა ფაქტორიც არსებობს.

”თურქეთს გასული საუკუნის დასაწყისიდან ოცნებად აქვს – აკონტროლოს სამხრეთ კავკასია.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში, ისინი ყოველდღე მუშაობენ იმისთვის, რომ ეს ოცნება და მიზანი განხორციელდეს”, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრით,  პირველ რიგში რუსეთს ესმის, რომ ამ ყველაფერს რა  გეოპოლიტიკური განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button