პოლიტიკა

ბაქომ კომენტარი გააკეთა ფართომასშტაბიანი აზერბაიჯანულ-თურქული წვრთნების შესახებ

აზერბაიჯან-თურქული ერთობლივი წვრთნები  გეგმიურია. ასეთი განცხადება  გააკეტა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლეილა აბდულაევამ „რია ნოვოსტი“-სთან საუბარში.

ორშაბათს, 27 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ერთობლივი ტაქტიკური და   ტაქტიკური -საფრენოსნო  წვრთნები  სახმელეთო ჯარების და საჰაერო ძალების მონაწილეობით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა, ამ თემასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გადაწყვეტილება სომეხ ჯარისკაცის გარდაცვალების დღეს აზერბაიჯან-თურქული სამხედრო წვრთნების გამოცხადების შესახებ, აფერხებს საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევას მშვიდობიანი პროცესის აღდგენის მიზნით.

”წვრთნები ტარდება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებისა  და წლიური პროგრამის შესაბამისად. ეს წვრთნები მიზნად ისახავს კოორდინაციის გაძლიერებას და ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოწინავე გამოცდილების გაზიარებას და ასევე ემსახურება რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას”, – განუცხადა აბდულაევამ „რია ნოვოსტი“-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button