საზოგადოება

პრაღის მთავარეპისკოპოსმა გამოაქვეყნა სომხეთის საელჩოს ინფორმაცია აზერბაიჯანის აგრესიის შესახებ

,,არმენპრესი“ წერს, რომ პრაღის მთავარეპისკოპოსმა, კარდინალმა დომინიკ დუკამ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა ჩანაწერი, რომელშიც მან გამოაქვეყნა ბრიფინგის ჩეხური ვერსია, რომელიც ეხებოდა სომხეთის საელჩოს მიერ მოწოდებულ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მოვლენებს და აზერბაიჯანულ-თურქულ რეაგირებას. როგორც იუწყება “არმენპრესი”,  საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გვერდით პრაღის მთავარეპისკოპოსმა დომინიკ დუკამ შემდეგი ჩანაწერი გააკეთა.

”მე ვაქვეყნებ პრაღაში სრ საელჩოსგან მიღებულ მასალას, რომელიც გვიჩვენებს იმ საშიშ ვითარებას, რომელშიც კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სომხეთის რესპუბლიკა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვიცით სომეხთა გენოციდის საშინელი ისტორიიდან.

გარდა ამისა, წმინდა სოფიას ტაძრის ქრისტიანულ ბაზილიკაში და კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციის მეჩეთად გადაქცევა, და მასთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური მოვლენა, ასევე დიდ შეშფოთებას იწვევს ჩემში. ვთხოვ ყველა მორწმუნეს, არ დაივიწყოს ლოცვა სომეხ ხალხთა მშვიდობისა და თავისუფლებისათვის”.

ნახეთ მეტი
Back to top button