მთავარიპოლიტიკა

სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჩხუბი გავრცელდა კავკასიის საზღვრებს გარეთაც. ,,ევრაზიანეტ“-ის მიმოხილვა

”მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში სროლები დაწყნარდა, მთელ მსოფლიოში სომეხთა და აზერბაიჯანელთა შეტაკებების და შეტევების უპრეცედენტო სერია ხელს უწობს კონფლიქტის გააქტიურებას”, – წერს Eurasianet– ი და შენიშნავს, რომ გასული კვირის განმავლობაში სომხურ და აზერბაიჯანულ თემების წარმომადგენლებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი არაერთ ქალაქში, მათ შორის ლონდონში, ბრიუსელში, მოსკოვსა და ლოს ანჯელესში.

,,ARTSAKHPRESS“ -ი წერს, რომ ამის შესახებ იტყობინება Tert.am.

წყარო აღნიშნავს, რომ ამ შეტაკებების მასშტაბები უპრეცედენტოა, ისინი გახდნენ გაშუქების მთავარი თემა როგორც სომხურ, ასევე აზერბაიჯანულ პრესაში.

”ორი ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლებს შორის შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული ძალადობის შედეგია. ”იმისდა მიუხედავად, რომ მძიმე შეტაკებები მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, დაძაბულობა და ემოციები კვლავაც მაღალი იყო არამარტო სომხეთში, აზერბაიჯანში, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილებში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს შორის”, – განაგრძობს წყარო. შეგახსენებთ, რომ პირველი სერიოზული ეპიზოდი მოხდა მოსკოვში, როდესაც აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა აკრძალა სომხური გარგარის გაყიდვა საკუთარ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდა, მოსკოვში და რუსეთის სხვა ნაწილებში უკვე დაიწყო ფიზიკური შეტაკებები.

შემდეგ მოხსენიებულია მოვლენები, რომლებიც მოხდა ლოს ანჯელესში აზერბაიჯანის საკონსულოს მახლობლად, ასევე ბელგიასა და მოსკოვში.

აღინიშნება, რომ აშშ –ის საელჩოებმა როგორც ერევანში, ისე ბაქოში  ერთმანეთის მსგავსი განცხადებები გააკეთეს 25 ივლისს, არც ერთ მხარეს პირდაპირ არ ადანაშაულებენ, არამედ გმობენ ძალადობის აქტებს.

”ბევრმა შეამჩნია, რომ ეთნიკური შეტაკებების ასეთი მასშტაბები არ ყოფილა 2016 წელსაც კი, როდესაც ორ ქვეყანას შორის შეტაკებები უფრო სერიოზული იყო. ”ოთხ დღეში 200 ადამიანი დაიღუპა”, – წერს წყარო და დასძენს, რომ ძალადობის ტალღის გავრცელების პარალელურად, სომეხთა და აზერბაიჯანელთა ჯგუფმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარეებს მოუწოდებენ მშვიდობის დამყარებისკენ. ცნობილია, რომ განცხადებას უკვე ხელი მოაწერა 153 ადამიანმა.

”რაც შეეხება სომხურ-აზერბაიჯანულ მედიაში მოვლენების გაშუქებას, ასევე დისკუსიებს სოციალურ ქსელებში, თითოეულმა მხარემ თავი მსხვერპლად წარმოაჩინა”, – ასკვნის წყარო.

ნახეთ მეტი
Back to top button