პოლიტიკა

სომხეთის პირველი ლედის სამშვიდობო მოწოდებას აზერბაიჯანელი ქალები აქტიურად გამოეხმაურნენ

აზერბაიჯანელ ქალებს შორის აქტივობაა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანნა ჰაკობიანის სამშვიდობო  მოწოდებისა და  “ქალები მშვიდობისათვის” კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ “არმენპრეს”- ს ანნა  ჰაკობიანის პრესსპიკერმა ჰასმიკ ჰარუთიუნიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, კამპანიამ “ქალები მშვიდობისათვის” და  ამავე სახელწოდების ვებ-გვერდმა, რომელიც შექმნილია  ანნა ჰაკობიანის მიერ, დიდი დაინტერესება გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნებში.

”ამ ბოლო დღეებში ვებსაიტს ეწვია   სხვადასხვა ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე დიდია რეგისტრირებულთა რაოდენობაც. რაც შეეხება აზერბაიჯანელ ქალებს, აზერბაიჯანიდან არის ასევე აქტურობა,  მაგრამ აზერბაიჯანში არსებული ვითარების გათვალისწინებით, სინდისის თავისუფლებისა  და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხში, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ მონაცემებს ამ ქალების უსაფრთხოებიდან გამომდინარე”, – თქვა ჰასმიკ ჰარუთიუნიანმა.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს ანნა ჰაკობიანმა მოუწოდა აზერბაიჯანელ ქალებს, შეუერთდნენ კამპანიას “ქალები მშვიდობისათვის”. მან აზერბაიჯანელ ქალებსა და  დედებს მმართა,  “მოუწოდონ თავიანთი ქვეყნის ხელმძღვანელობას შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და არ შეუქმნან საფრთხე აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის შვილების სიცოცხლეს.”

ანნა ჰაკობიანმა კამპანიის “ქალები მშვიდობისათვის” წამოწყების შესახებ გამოაცხადა 2018 წლის 24 ივლისს, მოსკოვში.

ნახეთ მეტი
Back to top button