პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვისტებიც გააუმჯობესებენ ახალი სახის იარაღის გამოყენების უნარებს

ბოლო წლებში სომხეთის  შეიარაღებული ძალები შეივსო ახალი და თანამედროვე ტიპის იარაღით. ჩვენი ჯარის საბრძოლო ეფექტურობის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ ამ ნაბიჯებს ალტერნატივა არ გააჩნია. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის შესანარჩუნებლად, ასევე აუცილებელია მუდმივად გაუმჯობესდეს რეზერვისტების პროფესიული მომზადების ხარისხი, ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. ამ მიზნით, სომხეთის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ატარებენ  სასწავლო შეკრებებს.  შეიარაღების სწრაფი განახლება კიდევ უფრო ამაღლებს ამგვარი შეკრებების როლს და მათი უფრო ხშირად ორგანიზების აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს მაღალი პროფესიული უნარით აღჭურვილი რეზერვისტის ყოლას.

შეიარაღებული ძალების  წინაშე წამოჭრილი  ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, სომხეთის  თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს ითვალისწინებს  15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე გამოაცხადოს რეზერვისტთა შეკრებები. დროის ამ მონაკვეთში რეზერვში მყოფი ჯარისკაცები და ოფიცრები მიიღებენ მონაწილეობეას შეკრებებში 10-10 დღის განმავლობაში.

შეკრებებში სულ 786 მოქალაქე ჩაერთვება, რომელთაგან 524 რიგითია,  82 დაბალი რანგის ოფიცერი,  ხოლო 180 კი სარეზერვო ოფიცერია.

სასწავლო შეკრებები  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.

ნახეთ მეტი
Back to top button