”სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისეთი პასუხი გასცეს, რომელსაც არავინ ელოდა“- ფაშინიანმა მკაცრად გააკრიტიკა ალიევის საბრძოლო განცხადებები და აგრესიული პოლიტიკა

RBC TV– სთან ინტერვიუში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის აგრესიული რიტორიკა, რომელიც წინ უძღოდა 12 ივლისს.
ჟურნალისტის იმ კითხვაზე, თუ ვინ ისარგებლა სომეხ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს მომხდარი დაძაბულობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: ”ჩვენ უნდა შევისწავლოთ ფაქტები. მრავალი წლის განმავლობაში, ბოლო თვეებში, ამ უკანასკნელი კვირის განმავლობაშიც კი, აზერბაიჯანის ლიდერი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას. მოვლენებიდან ერთი კვირით ადრე, პრეზიდენტ ალიევის საკმაოდ მკაცრი ინტერვიუ შედგა, რომლის დროსაც იგი იმუქრებოდა, რომ მოლაპარაკებების პროცესიდან გავა. მან თქვა, რომ დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი აქცენტი ძალას ეყრდნობა, ანუ ძალისმიერი საგარეო პოლიტიკა არის ერთადერთი გზა საკითხების მოსაგვარებლადო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ჩათვლით. ”
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მთიანი ყარაბაღის ნაცვლად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რომ ტავუშის რაიონს დაესხნენ, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მთიან ყარაბაღთან საკონტაქტო ხაზზე დამონტაჟებულა მოწყობილობები, რომლებიც აფიქსირებენ აზერბაიჯანის არმიის ნებისმიერ მოძრაობას.
”მრავალი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის ლიდერი არწმუნებდა თავის ხალხს, რომ იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს მოაგვარებდა შეიარაღებული თავდასხმის გზით. აზერბაიჯანის მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის. დადგა დრო, რომ აზერბაიჯანის ლიდერმა საკუთარ ხალხს აუხსნას, თუ რატომ არ მუშაობს ფული, რომელიც არ იხარჯება აზერბაიჯანის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. მოვლენებამდე ერთი კვირით ადრე აზერბაიჯანის მოქალაქეებს ოფიციალურად აუხსნეს, რომ ”ჩვენ ახლა მთიან ყარაბაღზე არ შეგვიძლია შეტევა, რადგან მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა ვიდეო სისტემები დაამონტაჟეს. აზერბაიჯანული ჯარების ნებისმიერი მოძრაობა ხილული იქნება მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალებისთვის“.
არსებობს მეორე ფაქტორიც. შეხების ხაზზე ბევრი აზერბაიჯანული დასახლებებია და ახლა ძნელია თავდასხმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქ დაესხნენ თავს, სადაც საზღვარი არ არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით არ არის აზერბაიჯანული სოფლები, სამაგიეროდ ბევრი სომხური სოფელია.
„ამგვარად შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ მოხდა თავდასხმა ტავუშის მიმართულებით. ეს ახსნა-განმარტება მიესადაგისება ერთ ეპიზოდს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, 15 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელძღვანელი ავითარებს აგრესიულ რიტორიკას და არ წყვეტს იმის ლაპარაკს, რომ ჩვენ ამ საკითხს, ესე იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს მოვაგვარებთ ძალის გამოყენებითო.
მე არაერთხელ ვურჩიე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ ჩვენთან არ ელაპარაკა მუქარის ენით, როგორც საჯაროდ, ისე სამუშაო ადგილზე, რადგან ეს რელური არ გახლავთ. ზოგადად, მისი პოლიტიკის ხაზი ასეთი იყო. მათი აზრით, აზერბაიჯანს ჰყავს ძლიერი არმია: საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანული არმია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს 24 საათის განმავლობაში გადაწყვეტს. ისინი ამ ლეგენდას უკვე 15 წელია ყვებიან და უკანასკნელი მოვლენების შემდეგ მათ ნერვები ღალატობს, რადგანაც მათ მიერ შეთხზული ლეგენდა დაიმსხვრა, მთლიანად განადგურდა. რატომ განადგურდა? იმის გამო, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისეთი პასუხი გასცეს, რასაც არავინ ელოდა, სომხეთშიც კი არ ელოდნენ”, – თქვა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.