მთავარიპოლიტიკა

სრ თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ელჩთან ისაუბრა რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე

,,არმენპრესი“ წერს, რომ სრ თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სერგეი კოპირკინს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სომხეთში რუსეთის საელჩოს სამხედრო და სამხედრო-საჰაერო ძალების ატაშემ, პოლკოვნიკმა ანდრეი გრიშჩუკმა.

როგორც “არმენპრეს”-ს განუცხადა სრ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება.

სრ თავდაცვის მინისტრმა ელჩს გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, არცახისა და აზერბაიჯანის ძალების კონტაქტის ხაზში ბოლო დღეებში  არსებული ვითარება, ხაზი გაუსვა რა რუსული მხარის კონსტრუქციულ და სტაბილურ როლს.

დავით ტონოიანმა გააზიარა თავისი შეფასებები რეგიონში უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ გადადგმული პოლიტიკური და სამხედრო ნაბიჯების შესახებ, აღნიშნა რა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები, ისევე როგორც სომხურ-რუსული ერთობლივი ჯგუფის დანაყოფები, ყველანაირი სადაზვერვო საშუალებით აგრძელებენ მუდმივ რეჟიმში თვალყურს, ანალიზს და სიტუაციის განვითარებისათვის მზადყოფნას.

ელჩმა კოპირკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია რეგიონში სტაბილურობის დამყარების შესახებ და აღნიშნა, რომ რუსული მხარე იღებს ყველა საჭირო ზომას ამ მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროცესი, მათ შორის ერთობლივი საბრძოლო მომზადება, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გასატარებელი სამხედრო წვრთნების ორგანიზების პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button