პოლიტიკა
სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მიიღო აშშ-ს ელჩი
,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ონიკ გასპარიანმა მიიღო აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, ლინ ტრეისი და საელჩოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი სკოტ მაქსველი. ამის შესახებ “არმენპრეს”-ს აცნობეს სრ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.
შეხვედრის დროს შეეხნენ თავდაცვის სფეროში სომხეთ-ამერიკული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მიღებულ ზომებს, ასევე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისიდან დაფიქსირებულ დაძაბულობის ზრდას და სასაზღვრო ზონაში არსებულ ამჟამინდელ ვითარებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი პროგრამები და აღნიშნეს ურთიერთდაინტერესების მქონე სხვა საკითხები.