მთავარისაზოგადოება

308 ახალი შემთხვევა ერთ დღეში. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გახდა 37,937

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში გაიზარდა 308-ით, და 37,937 გახდა. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ცნობით, ამჟამად მკურნალობას გადის 9165 ადამიანი (-165), ჩატარებულია 160,380 ტესტირება (+1,853), დაინფიცირებულთაგან 27,357 ადამიანი გამოჯანმრთელდა (+467). დაფიქსირდა 723 (+4) გარდაცვალება. დაფიქსირდა სიკვდილის ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს კორონავირუსის დაავადება ჰქონდა, მაგრამ სიკვდილი სხვა მიზეზის გამო დადგა. ასეთი სახით დაღუპულთა საერთო რიცხვი 225 (+2).

27 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 37,629 იყო.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის პირობები შეიცვალა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან ფუნქციონირებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღბები და ხელთათმანები.

ასევე სავალდებულოა ნიღბის განთავსება საზოგადოებრივ ღია ადგილებში. მხოლოდ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედისტებს, მოვარჯიშეებს, ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისა და გულის უკმარისობის მქონე პირებს (ამ უკანასკნელებს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დაავადების ფაქტს) შეუძლიათ არ ატარონ ნიღაბი.

13 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 12 აგვისტომდე.

ნახეთ მეტი
Back to top button