მთავარიპოლიტიკა

ერევანი მზად არის შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბაქოსთან. მნაცაკანიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სომხეთი მზადაა გააგრძელოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება, რომელიც 1994 წლიდან არსებობს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და აზერბაიჯანთან საზღვარზე. The Jerusalem Post- თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

სიტუაცია აზერბაიჯანთან საზღვარზე, ტავუშის მიმართულებით ბოლოდროინდელი ესკალაციის ფონზე, დაძაბული რჩება. ოფიციალური ამბები თითქმის ყოველდღე იუწყება ახალი სროლების შესახებ. ორი დღის წინ აზერბაიჯანელი სნაიპერის ტყვიით დაიღუპა სომეხი კონტრაქტორი ჯარისკაცი.

მნაცაკანიანის თქმით, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთი დათანახმდა საერთაშორისო შუამავლების ყველა წინადადებაზე, რომელიც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაძლიერებლად – ეს არის საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა წინა ხაზზე და ინციდენტების გამოსაძიებელი მექანიზმების დანერგვა.

”სომხეთი აგრძელებს ესკალაციის რისკების შემცირების ამა თუ იმ ზომების წინ წაწევას”, – დასძინა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან სიტუაცია გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button