მთავარიპოლიტიკა

ექსკლუზიური დღე. სომხეთმა შეცვალა თამაშის მიმართულება

,,Lragir.am“ წერს, რომ 28 ივლისი სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის ეგრეთ წოდებული სამხედრო-პოლიტიკური დიპლომატიის გამორჩეული დღეა, როდესაც სომხეთში რუსეთის ელჩი კოპირკინი ეწვია თავდაცვის მინისტრს და შეხვდა მინისტრ დავით ტონოიანს, ხოლო სომხეთში აშშ-ს ელჩი ლინ ტრესი ეწვია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და შეხვდა შტაბის უფროსს ონიკ გასპარიანს. ორივე შეხვედრის დროს განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ასევე, რა თქმა უნდა, სომხურ-აზერბაიჯანული დაძაბულობა.

სომხეთის შეიარაღებული ძალები აღმოჩნდნენ რეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური რეალობებისა და მრავალფენიანი ციკლების ბირთვში, ტავუშის სამხედრო ოპერაციების შედეგით კიდევ ერთხელ დაადასტურეს რა სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური როლი, როგორც რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების “უნივერსალური” გარანტი. “უნივერსალური” იმ გაგებით, რომ სომხეთს შეუძლია გეოპოლიტიკურად ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსების მიდგომებისა და ინტერესების მინიმალური მარაგის შერწყმა, რაც საშუალებას იძლევა ჩამოაყალიბოს სომხური მუშტის საერთაშორისო ლეგიტიმურობის მინიმალური აუცილებელი მარაგი და იმუშაოს მისი გაფართოების მიმართულებთ.

აქ, რა თქმა უნდა, მთავარია სუვერენული და გაბედული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, იმ თვალსაზრისით, რომ ტავუშში საომარი მოქმედებები ალბათ სომხეთისათვის ახალი ხარისხისა და შინაარსის განაცხადები იყო. სხვათა შორის, პრობლემა აბსოლუტურად არ არის მათსა და წინა რეალობებს შორის შედარება, რადგან ამ გადმოსახედიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უზრუნველყვეს მისი როლის და არცახის პირველ ომში გამარჯვების სტაბილური გაგრძელება  იმ ეტაპზეც კი, როდესაც ზოგიერთი განვითარებების შედეგად  სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი დაირღვა აზერბაიჯანის სასარგებლოდ.

ამ დროისთვის პრობლემა არის ის, რომ ტავუშში აზერბაიჯანულ პროვოკაციაზე სომხურმა სადამსჯელო, შესადარებლად ასიმეტრიულმა სადამსჯელო დარტყმამ, პრაქტიკულად თავიდან აიცილა მოვლენების ერთი მსვლელობა და, ფაქტობრივად, უკარნახა სხვა,  ახალი ვითარების შექმნით.

ზოგადად, სომხურმა ძალებმა  რეგიონის  ყველა, დიდი და მცირე მოთამაშე, დაუპირისპირა ახალ სამხედრო-პოლიტიკურ რეალობას. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონში იზღუდება სამხედრო მოსრიალე შანტაჟის პოლიტიკის შესაძლებლობა, და ან ფართომასშტაბიანი ომი, და პრაქტიკულად, რეგიონალური, გეოპოლიტიკური მასშტაბის კატასტროფა, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ სომხეთს და აზერბაიჯანს, არამედ მინიმუმ მიმდებარე მოთამაშე ცენტრებს, ან რეგიონალური თანაცხოვრების “უწინაპირობო მშვიდობის” ლოგიკის გარშემო დიალოგის გავრცელება.

ეს რეალობა ბაქოს აყენებს თამაშის გარეთ, თურქეთს კი ტოვებს საკმაოდ რთულ სიტუაციაში, რადგან ანკარას ერთი მხრივ, ბაქოს დატოვება არ შეუძლია, მეორეს მხრივ ალიევის აზერბაიჯანი ანკარასთვის გახდა ფეხზე გამობმული “ქვა”, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო გამაღიზიანებელი გახდება ხელშეშლით, ვიდრე  ხელქვეშ არსებული დამატებითი ძალა იქნება.

თურქეთი ამჟამად ცდილობს სწორედ აზერბაიჯანის საკითხის მოგვარებას თავისი აგრესიით. ეს საკითხი მომწიფებულია და დიდი ხანია, რაც  რეგიონალურ დღის წესრიგშია, ტავუშში მომხდარმა მოვლენებმა უბრალოდ შეაჩერეს პროცესი და ის დააყენეს სომხური ლოგიკის ქვეშ. ესაა ისიც, რომ თურქეთი წყობიდან გამოვიდა  ტავუშის სადამსჯელო მოქმედებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ანკარამ მაშინვე განაცხადა, რომ სომხეთი ცვლის თამაშის მიმართულებასა და ლოგიკას, რაც ანკარას აყენებს სხვა მოთამაშეებთან შედარებით მკაცრად უხერხულ მდგომარეობაში, რადგან მათ აქვთ სომხეთთან თავისუფლად დაკავშირების შესაძლებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button