პოლიტიკა

თურქეთის არმია ნახჭევანის ტერიტორიაზე წვრთნებს ატარებს: სომხეთი აფრთხილებს

თურქეთის შეიარაღებული ძალები ნახიჩევანის ტერიტორიაზე შევიდნენ. ამ ნაბიჯს ოფიციალურად იმით ხსნიან, რომ  29 ივლისიდან 10 აგვისტომდე აზერბაიჯანთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები აქვთ დაგეგმილი.  წვრთნებში მობილიზებულია  დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები, ყუმბარმტყორცნები, საბრძოლო თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იციან, რა იარაღი იქნება გამოყენებული სამხედრო წვრთნების დროს, მაგრამ ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, თავს არიდებენ დაზვერვის მონაცემების გამოქვეყნებას

თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა დაადასტურა, რომ სომხეთ-თურქეთის სამხედრო წვრთნებს სომხეთიდან მეტად ყურადღებით ადევნებენ თვალს.

“სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, ყველა სადაზვერვო საშუალებებით, მთელ ყურადღებას მიმართავს ნახჭევანში მიმდინარე სამხედრო მეცადინეობისაკენ და როგორც აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, სომხეთი ზად არის  სიტუაციის  ნებისმიერი განვითარებისთვის”,-აღნიშნა  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა.

თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნები ახალი არ არის. ორი ქვეყანა ამგვარი წვრთნების ჩატარებას 2014 წლიდან ახორციელებს. მაგრამ ამ წელს სხვა “ჩრდილები” აქვს  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ უკანასკნელი  დაძაბულობის შემდეგ. თუმცა, ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები არ პროგნოზირებენ ახალ დაძაბულობას სომხეთის რომელიმე საზღვარზე, აღნიშნავს ცენტრ   „მოდუს ვივენდის“   ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი არა პაპიანი ․

„ამ ეტაპზე ეს სამხედრო წრთვნა ჩვენთვის საშიშოებას არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს სხვა გრემოებაც, თუ ვარჯიშების დასრულების შემდეგ თურქეთი თავის არმიას ნახჭევანის ტერიტორიაზე  დატოვებს ან, დატოვებს სამხედრო ტექნიკას, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაციას უფრო ძაბავს და უფრო მეტად იზრდება სამხედრო შეტაკების შესაძლებლობანი“,-ამბობს პოლიტოლოგი.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close