კულტურა

სომეხი ეროვნების პროდიუსერის სერგეი სარქისოვის ფილმმა ,,ემის“ პრიზი მიიღო

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომეხი პროდიუსერის სერგეი სარქისოვის ფილმმა “სიძულვილი ჩვენში” მოიპოვა ,,ემის“ ჯილდო კატეგორიაში “ტელეფილმის შესანიშნავი რეჟისურა”.

როგორც იუწყება “არმენპრესი”, ფილმის პროდიუსერები არიან დევიდ მაკკეზი, მონტელ უილიამსი, დეკან ქეინი, სერგეი სარქისოვი და ლორა მაკქენზი. რეჟისორ დევიდ მაკქენზის სომხური წარმომავლობა აქვს.

დოკუმენტური ფილმი აშუქებს იმ ანტისემიტიზმის თემას, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში. ფილმში მოთხრობილია ებრაულ გენოციდს (ჰოლოკოსტის) გადარჩენილი, 85 წლის მირილ ნოლის ოჯახის შესახებ, რომელიც მოკლეს 2018 წელს, მის პარიზის ბინაში, სიძულვილის ნიადაგზე ანტისემიტური დანაშაულის შედეგად.

Emmy- ის გამარჯვებულმა საპროდუსერო გუნდმა სომხეთის გენოციდის შესახებაც გადაიღო დოკუმენტური ფილმი ,,რაინდების უარყოფა“. ფილმის პრემიერა სომხეთში 2018 წელს გაიმართა.

ნახეთ მეტი
Back to top button