მთავარიპოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ სომხური უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოაგდეს.

”ეს კიდევ ერთი რიგითი დეზინფორმაციაა”, – განუცხადა სრ თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა ,,სპუტნიკი სომხეთს“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ  სრ შეიარაღებული ძალების უპილოტო მფრინავი აპარატის განადგურების შესახებ გამოაცხადა 29 ივლისს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან სიტუაცია გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button