მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის დაძლევის ეტაპი დაიწყო․ პრემიერ-მინისტრი

,,Armradio.am” წერს, რომ კომინდანტურის დღევანდელი სხდომის შემდეგ, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, წარმოადგინა სომხეთში კორონავირუსის დაავადების ახალი ვითარება, აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ფაშინიანის თქმით, ბოლო 4-5 დღის მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობით დავუბრუნდით მაისის ბოლო ეტაპს.

”კრიტიკულად დაავადებული პაციენტების რაოდენობის თვალსაზრისით, ისევ დავუბრუნდით მაისის მონაცემებს. უკიდურესად კრიტიკულად დაავადებული პაციენტების სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ ივნისის დასაწყისის დონეზე დავბრუნდით”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

დღეის მდგომარეობით, დაფიქსირებულია 723 გარდაცვალება, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

”აშკარაა, რომ სომხეთში კოროვირუსის დაძლევის ეტაპი დაიწყო. ”ეს გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მთავრობის მიერ გატარებულ ანტიეპიდემიურ ზომებთან. ამ ზომების ქვაკუთხედი არის ნიღბების სავალდებულო ტარება დახურულ და ღია სივრცეებში”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღევანდელი ბრიფინგის მიზანი არა მხოლოდ ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, არამედ გაფრთხილებაა, რომ სიფხიზლე არ შესუსტდეს.

”ეპიდემიური სიტუაციის გაუმჯობესების ფონზე, თუ სიფხიზლეს შევასუსტებთ, სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ შეასუსტონ სიფხიზლე და კვლავაც გააგრძელონ ანტიეპიდემიური წესების დაცვა.

”კორონავირუსის მთელი პერიოდის განმავლობაში, ჩვენი მუდმივი ყურადღება მიპყრობილი იყო ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ის დაკავებულია იმ ადამიანებით, რომლებიც უკვე ინფიცირებულნი არიან, ხოლო მოქალაქეების დაინფიცირების პრევენციის საკითხი წყდება ჯანდაცვის სისტემის მიღმა ყველა დაწესებულების, რაიონის, ოჯახის, ინდივიდის დონეზე.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, არ დავაინფიციროთ სხვები და  საკუთარი თავი. ამისათვის დაიცავით სამი მარტივი წესი: ატარეთ ნიღაბი, შეინარჩუნეთ სოციალური დისტანცია და რეგულარულად დაიბანეთ ხელები.

”თუ ჩვენ დავიცავთ ამ წესებს, ჩვენ მალე ვისაუბრებთ კორონავირზე სრულყოფილი წარსულით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button