
,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 29-30 ივლისის ღამით და ამ დილით, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე შენარჩუნდა შედარებითი სიმშვიდე. ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე განათავსა სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა.
”აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვია ცეცხლსასროლი იარაღით, განახორციელა დაახლოებით 120 გასროლა სომხური პოზიციების მიმართულებით”, – წერს სტეფანიანი.
თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ განხორციელდა გასროლა ჭამბარაკის სამხედრო პოზიციების ცალკეული ნაწილების მიმართულებით, ჩინარის, აიგეძორის, მოვსესის, პარავაქარის, კოთის მიმდებარედ განთავსებულ სამხედრო პოზიციების ცალკეული ნაწილების მიმართულებით, 8-ჯერ. ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ მოხდა გასროლები აგრეთვე ერასხის, არენის, ზანგაკატუნის მიმდებარე სამხედრო პოზიციების ცალკეული ნაწილის მიმართულებით.
”მტერმა ორჯერ არაეფექტურად გაისროლა ”იგლა-ს” კომპლექსიდან”, – წერს სრ თავდაცვის სამინისტროს სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან სიტუაცია გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.
ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.
ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).