პოლიტიკა

გაუგებარია, თუ როდისაა ალიევის გამოცხადებული ”სანამ გვიან არ არის”. დავით ტონოიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სრ თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი შეეხო აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის უხეშ რიტორიკას, კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის განცხადებას: “გაათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიები სანამ  გვიან არ არის” და აღნიშნა, რომ სომხურ მხარეს არ ესმის, თუ როდის არის ეს ,,გვიან“.

”ჩვენი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და არცახის პრეზიდენტი ყოველთვის აკეთებენ მშვიდობისმოყვარე განცხადებებს, მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. და ამის ფონზე, მეზობელი ქვეყნის ლიდერის ასეთი გამონათქვამები ჩვენთვის გაუგებარია. ”როგორც თავდაცვის სამინისტრო, მსურს გავიგო, ,,როდისაა ,,სანამ გვიან არ არის ”, – თქვა ტონოიანმა.

შეეხო რა აზერბაიჯანის სამხედრო განყოფილებების უფროსების სიტყვებს, რომ ,,ისინი მზად არიან, მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან“, სომხეთის თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისეც არ არის, რომ ისინი არ ელოდება ბრძანებას. ”ტავუშში ჩატარებული ბოლოდროინდელი მოქმედებები აშკარა მტკიცებულება იყო იმისა, რომ მტერმა ვერ მიაღწია წარმატებას თავისი ზეთანამედროვე საშუალებებითაც კი და მრავალი დანაკარგი მიიღო”, – აღნიშნა ტონოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close