მთავარიპოლიტიკა

ეროვნული კრების დეპუტატი. თურქეთი არ შეუერთდება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციებს სომხეთის წინააღმდეგ

,,არმენპრესი“ წერს, რომ სრ ეროვნული ასამბლეის ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრის, აზერბაიჯანის საკითხებით ექსპერტის, ტათევ ჰაირაპეტიანის აზრით, ამჟამინდელი თურქეთის ხელმძღვანელობა არ შეუერთდება აზერბაიჯანის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებს სომხეთის წინააღმდეგ.

“არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ჰაირაპეტიანმა 30 ივლისის პრესკონფერენციაზე.

”თურქეთი თავისი ნაბიჯებით, მოქმედებებითა და განცხადებებით აშკარად აჩვენებს თავს, როგორც ჩვენს მოწინააღმდეგეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებული ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ თურქეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ დაუშვებს ასეთ შეცდომას, რადგან თურქეთის აქტივობა უსაფრთხოების მიმართ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც”.

თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი ერთობლივი წვრთნები ნახჭევანის რეგიონში, რომელიც 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close