მთავარიპოლიტიკა

,,ვაშინგტონ პოსტი“ ოპოზიციის მიმართ რეპრესიებისთვის ილჰამ ალიევს ”მოკრძალებულ ტირანს” უწოდებს

,, ინფოთეკა 24“ წერს, რომ ამერიკულმა გამოცემამ ,,ვაშინგტონ პოსტ“-მა, 29 ივლისის თავის სარედაქციო სტატიაში,  ილჰამ ალიევი დაადანაშაულა ქვეყანაში ოპოზიციის დათრგუნვაში, იტყობინება Turan.az.

კერძოდ, სტატიაში ნათქვამია: ”აზერბაიჯანის პრეზიდენტს არასოდეს მოსწონდა დამოუკიდებელი ჟურნალისტები ან დისიდენტები. თებერვლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას მოკლებულად.

ახლა, პანდემიის, ნავთობის დაბალი ფასების და სომხეთთან დაძაბულობის ფონზე, ბატონმა  ალიევმა თავისთან მოულოდნელად აღმოაჩინა “მეხუთე კოლონა”, მტრები, პოლიტიკური ოპოზიციის სახით, და დაიწყო  მათი ციხეში ჩასმა, იმუქრებოდა, რომ გაანადგურებს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალებისგან დარჩენილ ნაწილს, ნათქვამია სტატიაში.

მარტში ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით ერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შინაგანი მტრები მას შიგნიდან  უთხრის ძირს.

”მტრები, რომლებიც ჩვენ შორის არიან, ეს ანტიეროვნული ელემენტები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, მოღალატეები არიან, რომლებიც ფულს იღებენ უცხოეთიდან. მათი მთავარი მიზანი აზერბაიჯანის განადგურებაა”,- აღნიშნა მან და დასძინა, რომ პანდემიის დროს,” მეხუთე კოლონის“ წარმომადგენელთა იზოლაცია ისტორიულ აუცილებლობად იქცა”.

12-16 ივლისს თოვუზის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ორივე მხრიდან ერთნახევარი ათეული ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის აზერბაიჯანელი გენერალი.

14-15 ივლისს, ბაქოში დაიწყო მიტინგი არმიის მხარდასაჭერად და ომის დაწყების მოთხოვნით. მომიტინგეები ხანმოკლედ შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში და ასევე გადააბრუნეს პოლიციის ორი ავტომანქანა. ალიევმა ეს პროტესტი “მეხუთე კოლონაზე” თავდასხმის საბაბად მიიჩნია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტინგების დასრულების შემდეგ, მეორე დღეს ის თავს დაესხა უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, სახალხო ფრონტს.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის ლიდერმა ალი კერიმლიმ, ფაქტობრივად, არმიის მხარდასაჭერად ისაუბრა და თქვა: “ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს სახელმწიფოს და ჯარს”.

ამასთან, ალიევმა თქვა, რომ “მეხუთე კოლონა უნდა დასრულდეს”, შეპირდა, რომ დასჯიდა “ბინძურ, კორუმპირებულ ლიდერებს, მშიშრებსა და დეზერტირებს”, რომლებიც “სომხებზე უარესი არიან”. ამის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიი ს წევრების დაპატიმრება.

სხვადასხვა მონაცემებით, ამ დღეებში დაახლოებით 120 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პარტიის ლიდერები და აქტივისტები.

20 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა აზერბაიჯანს არ გამოიყენოს პანდემია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დათრგუნვის მიზნით. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა კომენტარით შეერთებულ შტატებში პროტესტის შესახებ რასობრივი უთანასწორობის გამო: “ამ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვხვდებით, რა აწუხებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და რატომ?”

გთხოვთ აგვიხსნათ. შეერთებულ შტატებში პროტესტი სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის წყაროა, რომელსაც აქვს საკუთარი პრობლემები, მაგრამ უზრუნველყოფს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლებას, მათ შორის პრეზიდენტის კრიტიკის უფლებას. ბატონი  ალიევის მიერ რკინის მუშტის გამოყენება მისი კრიტიკოსების გასანადგურებლად, დემოკრატიას ეწინააღმდეგება, ამიტომ ყველანი უნდა იყვნენ შეშფოთებული ამ თავმდაბალი ტირანით”.

ნახეთ მეტი
Back to top button