მთავარიპოლიტიკა

თავდაცვის არმიის მთავარსარდლის თანხლებით, დავით ტონოიანი არცახში ეწვია არაერთ სამხედრო ნაწილს

,,არმენპრესი“ წერს, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი, არცახში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის არმიის მთავარსარდალ, გენერალ-მაიორ ჯალალ ჰარუთიუნიანის თანხლებით, ეწვია თავდაცვის არმიის ცენტრალურ დაქვემდებარებაში მოქმედ რამდენიმე სამხედრო ნაწილს და ცალკეულ ქვედანაყოფს. “არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა.

30-31 ივლისს, დავით ტონოიანი ორი სომხური რესპუბლიკის სამხედრო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა არცახის რესპუბლიკაში.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეთაური არცახის თავდაცვის არმიის მთავარსარდალ, გენერალ-მაიორ ჯალალ ჰარუთიუნიანის თანხლებით, ეწვია თავდაცვის არმიის ცენტრალურ დაქვემდებარებაში მოქმედ რამდენიმე სამხედრო ნაწილს და ცალკეულ ქვედანაყოფს, გაეცნო სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებსა და მომსახურების ისეთ პრობლემებს, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ.

მინისტრმა ტონოიანმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თავდაცვის არმიაში ბოლო დროს დანერგილ უახლეს იარაღებსა და ტექნიკურ საშუალებებს და მიმდინარე სამუშაოებს.

ორი სომხური რესპუბლიკის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელები ეწვივნენ აღმოსავლეთის მიმართულებით განთავსებულ თავდაცვის არმიის სხვადასხვა სამხედრო და ზურგის დანიშნულების ობიექტებს, სადაც საუბარი შეეხო მიმდინარე და შესაძლო რეგიონალურ განვითარებას, ორი სომხური სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, და ამ კონტექსტში, კერძოდ, თავდაცვის დეპარტამენტების წინაშე მდგარ სისტემურ ამოცანებს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close