პოლიტიკა

თბილისი სტარტაპების ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრს მასპინძლობს

თბილისი სტარტაპების ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრს მასპინძლობს, რეგიონალური ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება, პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში.

Startup World Cup-ის ფარგლებში საქართველო შავი ზღვის რეგიონის 10 ქვეყანას აერთიანებს, რეგიონულ დონეზე გამოვლენილი კომპანია შეჯიბრს უკვე კალიფორნიაში, სილიკონის ველზე გააგრძელებს, სადაც მსოფლიოს 40 სახელმწიფოდან გამოვლენილ სტარტაპერებს შეეჯიბრება.

კონკურსის საპრიზო ფონდი 1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, გამარჯვებულ კომპანიას უკვე მომავალში საკუთარი წარმოების საერთაშორისო დონეზე გაგრძელება შეეძლებათ.

ღონისძიება საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ნახეთ მეტი
Back to top button