მთავარიპოლიტიკა

რამდენჯერ დაარღვია აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტა 30-31 ივლისის ღამით?

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ 30-31 ივლისის ღამით და ამ დილით, სომეხ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე შენარჩუნდა შედარებითი სიმშვიდე. ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეფანიანი.

”აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, დაახლოებით 155 გასროლა განახორციელა რა სომხეთის პოზიციების მიმართულებით. 10-ჯერ სამხედრო პოზიციების ცალკეულ ნაწილებში, რომლებიც მდებარეობს აიგეძორის, ჩინარის, აიგეპარის, ნერქინ კარმირაღბიურის მიმართულებით, 10-ჯერ, ზანგაკატუნის მიმართულებით, ელფინის მიმართულებით – 3-ჯერ. ”ერთხელ, სამხედრო პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც მდებარეობს ბარძრუნის მიმართულებით”, – წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სტეფანიანმა დღეს ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების 2020 წლის გეგმის მიხედვით, დღეს დილით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ შეიარაღებული ძალების პირველი რაზმის, სამხედრო ნაწილების და ცენტრალური დაქვემდებარებული ძალების ნაწილი  მოყვანილ იქნა მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან სიტუაცია გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button