პოლიტიკა

რუსეთი ​ხაბაროვსკში მიმდინარე გამოსვლების ორგანიზატორად დასავლურ ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც ასახელებს

ხაბაროვსკში მიმდინარე გამოსვლების უცხოელ ორგანიზატორებად დასავლურ ქვეყნებთან ერთად რუსეთი საქართველოსაც ასახელებს.

ტელეკომპანია RTVI-სთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ხაბაროვსკის მხარის ახალმა გუბერნატორმა, მიხეილ დეგტირიოვმა განაცხადა, რომ იმ უცხოელებს შორის, რომლებიც ხაბაროვსკში “სამართლიან საპროტესტო აქციაზე” არეულობის პროვოცირებით არიან დაკავებული, ქართველებიც არიან.

ხაბაროვსკის მხარეში აქციები დეგტირიოვის წინამორბედის, სერგეი ფურგალის დაკავების გამო უკვე თითქმის 3 კვირაა მიმდინარეობს. გამოძიება მას 15 წლის წინ მომხდარი მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 50 წლის სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააკავეს. ფურგალი ეჭვმიტანილია მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში. მომიტინგეები ფიქრობენ რომ გუბერნატორის დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს. აქციებზე სადაც ათეულობით ათასი ადამიანი იკრიბება არაერთხელ გაისმა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის კრიტიკაც.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close