ეკონომიკამთავარი

ცნობილი გახდა როდის გაიხსნება რუსეთის სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან

,,1in.am” წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი გაიხსნება სექტემბრამდე არ გაიხსნება, ,,იზვესტია“ -ს განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში, ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე ორ ქვეყანას მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყია.

”როგორც კი ეპიდემია შესუსტდება, ქვეყნები დაიწყებენ განხილვებს საზღვრების გახსნასა და მგზავრთა გადაყვანის განახლებასთან დაკავშირებით”, აღნიშნა აბაშიძემ.

მანამდე აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველო იმედოვნებს, რომ აგვისტოში ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან გაიხსნება რუსეთთან სახმელეთო საზღვარი. ეს არის ერთადერთი გამშვები პუნქტი საქართველო-რუსეთის საზღვარზე. იგი 16 მარტს დაიხურა კორონავირუსის გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button