მთავარიპოლიტიკა

10 დღეში უფრო მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე 3 წელიწადში. ფაშინიანი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ გრძელდება სამხედრო დაზღვევის ფონდში შემოწირულობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო 12 დღის განმავლობაში გაკეთებულ შემოწირულობებზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ მან შთამბეჭდავი ზრდა დააფიქსირა.

17-27 ივლისს ფონდში შემოწირულ იქნა 313 მილიონ დრამზე (1 აშშ დოლარი დაახლოებით 480 სრ დრამის ტოლფასია) მეტი. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ 10 დღეში შეწირული თანხა აღემატება ერთად აღებულ ბოლო 3 წლის ყველა შემოწირულობას. 2017, 2018 და 2019 წლებში განხორციელებულმა შემოწირულობამ შეადგინა 308 მილიონი სრ დრამი.

”უფრო შთამბეჭდავია ის, რომ გაიზარდა საზღვარგარეთიდან გაკეთებული შემოწირულობები. ”დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამემამულეებს და მოვუწოდებ მათ, რომ გააგრძელონ თავიანთი წვლილი ამ ფონდში ჩვენ დაღუპულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის.

ფაშინიანი ირწმუნება, რომ მთავრობა, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარისკაცების ზურგი გახდეს ძლიერი და ხელშეუხებელი.

 შეგახსენებთ, რომ 12 ივლისიდან სიტუაცია გაუარესდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის მონაკვეთზე. 12 ივლისს, ღამის 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა უაზ-ის მარკის ავტომანქანით სცადეს გადაელახათ სრ სახელმწიფო საზღვარი ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მანქანა დატოვეს და პოზიციებზე დაბრუნდნენ.

ამის შემდეგ, მტერი რეგულარულად ანახლებს სროლას, როგორც სომხური პოზიციების, ასევე დასახლებების მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანს 13 მსხვერპლი ჰყავს, დაჭრილების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო სომხურ მხარეს აქვს 5 მსხვერპლი, 36 დაშავებული (ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისგან).

ნახეთ მეტი
Back to top button