ანალიტიკამთავარი

ტავუშის ბრძოლები ახალ დღის წესრიგს გვთავაზობს

12-17 ივლისის ტავუშის რეგიონში სომხეთის  სახელმწიფო საზღვარზე მომხდარი ბრძოლები ისეთივე  წყალგამყოფი გახდა, როგორც თავის დროზე მოხდა  აპრილის ოთხდღიანი ომის დროს, ბრძოლამდე  და ბრძოლის  შემდეგ.

“ყარაბაღის კონფლიქტის ზონის” კონცეფციამ  მკაცრად პირობითი მნიშვნელობის მოპოვება დაიწყო გეოგრაფიული თვალსაზრისით.  ბრძოლები შედგა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშოისო  საზღვართან, სადაც მხარეებს  ადრე რაიმე თავდასხმის საბაბი არ ამოძრავებდათ, თუმცა თუმცა აშკარა იყო, რომ ძალებისა  და საშუალებების  დაგროვება ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქო ირწმუნება, რომ ჯარს  დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილების სასაზღვრო ჯარებით ჩანაცვლება უჩვენებს თუ რამდენად  „ მშვიდობისმოყვარეა აზერბაიჯანი” და ამ ლოგიკის მიხედვტ სომხებმა მოახდინეს  ”შეტევა მშვიდობიან აზერბაიჯანზე”,  ახალი ამბავი არ არის რომ დაქვემდებარების და უწყების შეცვლას  რაიმე გავლენა არ აქვს ძალების და რესურსების სიმრავლეზე, ისევე როგორც  ტაქტიკურ და სტრატეგიულ მიზნებზე.

ამრიგად, გეოგრაფიის გაფართოებით, ალიევის რეჟიმი არ შემოიფარგლებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შექმნით, არამედ თავისი დიასპორაც სომეხთა წინააღმდეგ ქუჩურ ბრძოლებში.  აშკარა იყო, რომ ეს ყველაფერი ცენტრალიზებული და მართულია ერთი ცენტრიდან, მიზნად ისახავს სომხური თემების გარშემო მაქსიმალური დაძაბულობის შექმნას,  ცხოველური ინსტიქტის წაქეზებას და სომხების ამ  შეტაკებებში ჩათრევას,  სომხური დიაპორების ავტორიტეტის შებღალვას, მათ  სამართალდამრღვევის  როლში გამოყვანას.  

ეს ყველაფერი ”სიახლეა” ყარაბახის კონფლიქტის ისტორიაში და ეს არის სიახლეები ბრჭყალებში, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ახალი კარგად დავიწყებული ძველია. რუსეთის ნომერ პირველი მოკავშირე რეგიონში იყო და რჩება ანტი-სომხური მუქი გონების ბრბო. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს აღარ არის 1905 წელი და კვლავაც საბედნიეროდ, საომარი მოქმედებების ზონის მიღმა მსხვერპლი არ მომხდარა და სომხეთის რესპუბლიკის ელჩები და სომხური თემების მიერ ჩატარებული მუშაობაცარ უნდა დავივიწყოთ, მათ არ დაიშურეს ძალისხმევა  ეროვნული უთანხმოების  დასაწყნარებლად.

ის რაც მოხდა, ახალ დღის წესრიგს უკარნახებს  სომხეთის რესპუბლიკას, რადგან საფრთხე, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, აღარ არის “აბსტრაქტული” ან “ისტორიული”, არის  რეალური, ხილული, ხელშესახები და თანამედროვე. ახლა აშკარაა, რომ  “მიწაზე დაღვრილი ბენზინი” ძალიან ბევრია და მნიშვნელობა არ აქვს რომელი სულელის მიერ ანთებული ასანთისაგან მოხდება  რეგიონში აფეთქება და ყველანი ფაქტის წინ აღმოვჩნდებით, ისინიც კი, რომლებიც ღია ტექსტით ასეთი განვითარებების წინააღმდეგ გამოდიან.

 ახლა აშკარაა, რომ აზერბაიჯანის სახით, ჩვენ საქმე  გვაქვს  უპასუხისმგებლო და, არსებითად, ანტიცივილიზებულ, ბანდიტურ სახელმწიფოებთან, რომლის შეზღუდვა და განეიტრალება რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის ინტერესების შემცველი ნაწილია. კორონავირუსისაგან „გახვრეტილი“ აზერბაიჯანული ნავთობის ბიზნესი და მისი განვითარების  პერსპექტივები გვახსენებენ, რომ ეს მისია ცივილიზაციის მოვალეობაა. უშრომლად მიღებულ შემოსავალმოკლებულ მუქთახორულ აზერბაიჯანის მმართველთა   ბანდას, რომელსაც აქვს საზოგადოების  „ჩაცემენტების“ ახალი ხერხი,   მაშინ  როდესაც აღარ ძალუძს  ფულის საშუალებით დახუროს  მშიერთა პირები. ეს ახალი ხერხია – „სომეხთა სიძულვილი“ და ამ ხერხმა მრავალჯერ დადასტურა, რომ ამ ავადმყოფ საზოგადოებაში ის „უნივერსალურიც“ კი არის.

   როდესაც გამხეცებული ბრბო გაჰყვიროდა “სიკვდილი  სომხებს”, ცხადია, რომ ყველაზე თეორიული გამოთვლებითაც კი, არცახის „დაბრუნება“, ამ მოწოდებებში გათვალისწინებული არ იყო, როგორც ეს მოხდა 1921 წელს, არ არის გამორიცხული, ეს ნიშნავდეს  სომეხთა ახალი გენოციდის და ეგზისტენციალური დონის საფრთხეს. მაშასადამე, არავინ ელოდოს რაიმეს დათმობას ჩვენგან, თუნდაც ერთი მილიმეტრისაც კი.

ხოლო მშვიდობის ფორმულა ერთია რეგიონში. ალიევის ბანდამ ამის შემდეგ  არ უნდა გაისროლოს და ამაში შეუძლებელი არაფერია, ეს მოხდება მაშინ  როდესაც რეგიონში ბოლო დიქტატურა დაიშლება, გამორიცხული გახდება ურდოს  ტიპის სახელმწიფოს არსებობა. შერიგება შესაძლებელია მხოლოდ საერთო ღირებულებების საფუძველზე და ეს გამორიცხულია, როდესაც ერთი მხარე მიზნად ისახავს სამართლიან მოლაპარაკებებს, ხოლო მეორე სახელმწიფო ტერორიზმში არის ჩართული.  ურდოს  ბუნება ხომ სხვაგვარია, ის თესავს  ქაოსს, ძალადობას, ჩამორჩენილობას, თავისუფლების აღკვეთას. ჩვენ  შესაძლებელია დიდი ჩამონათვალი წარმოგიდგინოთ, თუ რა  ნაკლი აქვს სომხურ ან ქართულ დემოკრატიებს, მაგრამ არც სომხეთი და არც საქართველო არ არიან ურდოები, ასე რომ, ნებისმიერი ყალბი ”პარიტეტი”, ”ბალანსი”, სომხეთსა და იმ ბანდას შორის შედარების ნიშანიც კი  სხვა  არაფერია, ვიდრე შეურაცხყოფა.   

სომხეთს უნდა ჰქონდეს ფართო დიალოგი ეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოსა და ირანთან, რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის საკითხის შესახებ. სომხეთმა ახალი დიალოგი უნდა გამართოს რუსეთთან უსაფრთხოების შესახებ, სრულიად ახალი,  რადგანც ნატო-სა და შეერთებული შტატებისაგან ჩამოშორებული თურქეთის ზეგააქტიურება  სრულიად ახალი ფაქტორია რეგიონში განვითარებული მოვლენების კონტექსტში.ამრიგად, სომხეთი ასევე უნდა შევიდეს უსაფრთხოების დიალოგში შეერთებულ შტატებთან, როგორც ორმხრივ, ისე ნატო-ს შიგნით, მრავალმხრივ, დაინტერესებულ ევროპულ მოკავშირეებთან, ასევე ჩვენი ურთიერთობები საბერძნეთ-კვიპროსთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვა უამრავ ქვეყანასთან. უსაფრთხოების და თავდაცვის ახალი ზომები უნდა იქნას მიღებული.  აშკარაა, რომ მხოლოდ რუსული გარანტიები, რაც არ უნდა გავლენიანი იყოს ის რეგიონში, ვეღარ ჩაითვლება საკმარისად  ამ თვალსაზრისით. ამ გაგებით უბედური და უგნური  ასადი ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ არ შეიძლება მოვექცეთ რეგიონალურ  საფრთხეებს.

… მანამდე კი  აზერბაიჯანის დიპლომატიამ “ვერ გაუძლო დაპირისპირებას” სომხურ დიპლომატიასთან, ხოლო  “სახლიდან მომუშავე” მამადიაროვი  „განტევების ვაცად“  იქცა  და ტავი საინტერესო სახით გადაირჩინა. აზერბაიჯანის არმიამ ვერ გაუძლო  სომხეთის არმიასთან დაპირისპირებას და სირცხვილი ჭამა, უნებლიეთ სირცხვილი აჭამა  ისრაელსაც…

და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არცახის საკითხი არ არსებობს, არამედ  გავქვს აზერბაიჯანის საკითხი და ამ საკითხის გადაჭრა მშვიდობას დაამკვიდრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close