კულტურამთავარი

ფოკა – ახალი ტურისტული მიმართულება ჯავახეთში

სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთს  კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატა. ფარავანის ტბის სანაპიროებზე, სოფელ ფოკაში, დიდი ტურისტული კომპლექსი შენდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სოფლის მოსახლეობა უკვე იღებს პირველ ტურისტებს, ამჯერად  მხოლოდ შიდა ტურიზმით დაკავებულებს.

სოფელი ფოკა, რომელიც თბილისიდან 130 კილომეტრში მდებარეობს, მიუხედავად დიდი ტურისტული პოტენციალისა, გამორჩენილი  იყო  რეგიონის და ზოგადად ქვეყნის ტურისტული მიმართულებებიდან.

ინფრასტრუქტურის სიმცირის გამო, ფარავანის ტბის ნაპირზე მდებარე სოფელს, რომელიც ასევე ცნობილია წმინდა ნინოს  გავლილი გზით, თითქმის ტურისტებს არ ღებულობდა.

დღეს, როდესაც უცხოელი ტურისტები საქართველოში არ ჩამოდიან ეპიდემიის გამო, ვითარდება შიდა ტურიზმი, აქცენტი გაკეთებულია ფოკაზე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ტბის ნაპირებზე. სოფლის გზები უკვე გამოკეთდა, მუდმივი წყალი და გაზი მცხოვრებლებამდეა  მიყვანილი. ტბის სანაპიროსკენ მიმავალი გზა ამ დღეებში თემის ბიუჯეტით განათდა, მიმდინარეობს ტურისტული კომპლექსის მშენებლობაც.

აქ იქნება კაფე, სასტუმრო, სასეირნო და ველო  ბილიკები.  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (სოფლის ხელმძღვანელის) ვალერი ალვანჯიანის განცხადებით:

„მალე სოფელი  იქცევა დაბის ტიპის  დასახლებულ ცენტრად და  ახალ ტურისტულ მიმართულებად საქართველოში. საყურადღებოა ისიც, რომ სოფელი ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, სოფელს ზაფხულის სიცხეში ექნება დიდი ტურისტული ნაკადები. მოსახლეობამ უკვე დაიწყო საკუთარი სახლების სასტუმროებად გადაქცევა, წელს სოფელმა  უკვე მიიღო ორმოცდაათი ადგილობრივი ტურისტი“.

სანამ ტბის სანაპიროზე ამ დიდი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდება, სოფლის ახალგაზრდები ახალ ტურისტულ პროექტებზე ფიქრობენ. დამტკიცდა ჰოვიკ კალაჩიანის პროგრამა და მიიღო დაფინანსება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ  პირველად, მან ტბის სანაპიროზე ველოსიპედები, ცხენები და კარვები განათავსა.

თევზაობის და ნავით სეირნობის მოყვარულებს სთავაზობენ სამდღიან ტურს „აღმოაჩინე ფოკა“.  ტური მოიცავს სხვადახვა ღირშესანიშნავი ადგილების დათვალიერებას, როგორებიცაა საურის ციხე და ლანის ტბა, აგრეთვე ნახავენ  ფოკასა და დიდი აბულის წარმტაც ბუნებას.

”დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების გამო, არა მხოლოდ ჩვენი ტბები და მთები გახდება მიმზიდველი ტურისტებისთვის, არამედ  ეკოლოგიურად სუფთა საკვებიც.  ჩვენ ალპური ყვავილებიდან ვიღებთ სუფთა თაფლს. ეს ადგილები იმითაცაა ღირშესანიშნავი, რომ ამ გზით თავის დროზე წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანული რელიგია შეიტანა”, – განუცხადა „რადიოლურის“ კორესპოდენტს  ფოკას ერთადერთი სომხური სკოლის ბიბლითეკარმა ვარდითერ მკრტჩიანმა.  

სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს მონასტერი. “ყოველწლიურად 1 ივნისს, აქ აღინიშნება წმინდა ნინოს ხსენების დღე”, – ამბობს ქნარიკ  ქოსიანი, სოფლის სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

ახალქალაქში არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ნიკოლოზის (ფაჩუაშვილის) თანახმად:  „ნინოობა ეს დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს ჩვენს ორ ხალხს. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ძმები ვართ,  ჰაოსისა და ქართლოსის ჩამომავალნი, მაგრამ ჩვენ ასევე  ვართ დებიც.  წმიდა ჰრიფსიმე, გაიანე და ნინო ერთად ჩამოვიდნენ, მოაღწიეს ამ ადგილებს,  შემდეგ წმინდა ნინომ მიატოვა ისინი, ღამით ფარვანის სანაპიროების გავლით  მიაღწია საქართველოს უძველეს დედაქალაქს – მცხეთას“.

უკვე 30 წელია, რაც საქართველოს ოფიციალური პირები წმინდა ნინოობას  იწყებენ  წმინდა ნინოს მიერ გავლილი გზით: ფოკადან  ფარავანის ტბის ნაპირებამდე და აღწევენ მცხეთამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close