მთავარიპოლიტიკა

რა ვითარება იყო გასულ კვირას არცახ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

,,სპუტნიკი სომხეთი“ -ს ინფორმაციით, მყრ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ არცახ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ძალების კონტაქტის ხაზში მტრის მხრიდან გასროლების რაოდენობამ მოიკლო.
”26 ივლისიდან 1 აგვისტომდე, მტერმა არცახ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ძალების კონტაქტის ხაზში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია 170-ზე  მეტჯერ”. სომხური პოზიციების მიმართულებით მოხდა დაახლოებით 1,700  გასროლა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის არმიის წინა ხაზზე მყოფი ქვედანაყოფები იცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და ახორციელებენ აუცილებელ ნაბიჯებს საბრძოლო პოზიციების დაცვის საიმედოდ ორგანიზების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ 18-დან 25 ივლისის პერიოდში, მტერმა არცახ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ძალების კონტაქტის ხაზში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია 260-ზე  მეტჯერ. სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სომხური პოზიციების მიმართულებით მოხდა დაახლოებით 2300 გასროლა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close