ეკონომიკამთავარი

,,რას მოუყვება“ სომეხ სპეციალისტებს “აზერბაიჯანული” უპილოტო მფრინავი აპარატები?

,,Armradio.am“ წერს, რომ მოწინააღმდეგის მინიმუმ 14  უპილოტო მფრინავმა აპარატმა, რომლებიც სომხურ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაანადგურეს სომეხმა ჯარისკაცებმა ბოლო დღეებში არა მხოლოდ სამხედროებში, არამედ ჩვენს ინჟინრებშიც გამოიწვია დაინტერესება. სპეციალისტებმა უნდა “აალაპარაკონ” მოწინააღმდეგის უპილოტო მფრინავი აპარატები. სასაზღვრო დაძაბულობის დღეებში, სომხური უპილოტო მფრინავი აპარატების პირველმა გამოყენებამ უპრეცედენტო შედეგი გამოიღო და მას სამხედროებმაც მაღალი შეფასება მისცეს.

სომეხი ინჟინრებისთვის არავითარი განსხვავება არ არის ჯართის სახით ან მთლიანობაში. მოწინააღმდეგის განეიტრალებულ უპილოტო მფრინავ აპარატებს ბევრი რამ აქვთ ,,სათქმელი“, და ჯერ კიდევ აქვთ გასაკეთებელი სომხეთში. მოდით არ შევიდეთ სამხედრო საიდუმლოებებში, არამედ საკითხს გადავხედოთ ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

”თუ ასეთი ხელსაწყოები ჩვენ ხელთ გვექნება, ჩვენ დავზოგავთ უამრავ დროს და რესურსს ტექნოლოგიების გაშიფვრასთან დაკავშირებით. ჩვენ არ დავიწყებთ ნულიდან რაიმე დიზაინის შექმნას ან გამოგონებას. ჩვენ ავიღებთ იმ განხორციელებულ გადაწყვეტებს, რომლებსაც საკმარისად ჩავთვლით ჩვენს სისტემებში გამოსაყენებლად”.

სომხური უპილოტო მფრინავი აპარატების წარმოებით დაკავებული კომპანიებიდან ერთ-ერთის ,,დავაროს“ დირექტორი, დავით გალოიანი განმარტავს: ტავუშში ჩამოგდებული და განეიტრალებული უპილოტო მფრინავი აპარატები წარმოებული იქნა მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ, რომელთაც ამ სფეროში უკვე აქვთ 50-60 წლიანი გამოცდილება. ეს დიდი მიღწევაა სომეხი ინჟინრებისთვის, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც  დაკავებულნი არიან უპილოტო მფრინავი აპარატების წარმოებით. ჩვენთან სფეროს განვითარებას სერიოზული საფუძველი ჩავუყარეთ მხოლოდ 4 წლის წინ.

”ჩვენ ეს საქმიანობა დავიწყეთ 2016 წლის აპრილის ომის შემდეგ. გამოცხადდა მობილიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა კარენ ვარდანიანი. საინჟინრო საზოგადოება შეიკრიბა და გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია ამ ხარვეზის შევსება, რადგან სომხეთში ასეთი სისტემებისა და მოწყობილობების საკმაოდ დეფიციტი იყო. მართალია, წარსულში საავიაციო ინსტიტუტის პროექტებითაც იყო ჩატარებული მუშაობა. ინჟინრები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს სფერო უნდა განვითარებულიყო. ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ შეგვიძლია. ფაქტობრივად, ძალიან მცირე ხნის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მსგავსი სისტემები, რომლებიც სამხედრო მდგომარეობაშიც კი იქნა გამოცდილი, საკმაოდ კარგი დადებითი შედეგებით.

– ანუ ეს თქვენ დაამტკიცეთ.

– დიახ. პირველ რიგში, ჩვენ ჩვენს თავსაც დავუმტკიცეთ, ჩვენ ჩვენს ძალებში დავრწმუნდით. მეორეც, ჩვენ შეიარაღებულ ძალებს დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

როგორც შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედრო უნივერსიტეტის სასარდლო-საშტაბო ფაკულტეტის უფროსის არწრუნ ჰოვჰანნისიანის სახით, ასევე  პასუხისმგებელმა უწყებამ, რომელსაც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი, ჰაიკ არშაკიანი, არაერთხელ წარმოადგინეს სომხური უპილოტო მფრინავი აპარატების შეფასება, განსაკუთრებით “სამხედრო ნათლობის” შემდეგ.

არწრუნ ჰოვჰანნისიანი. ”ჩვენმა შეტევითმა საშუალებებმა, ამ შემთხვევაში უპილოტო მფრინავმა აპარატებმა, ან თავდაცვითმა საშუალებებმა, ამ შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა, ბრწყინვალედ შეასრულეს მათ წინაშე დასმული დავალება, რადგან რამდენიმე აპლიკაცია, სამიზნე შეტევა იყო ძალიან ეფექტური. ჩვენ ამის შესახებ გამოვაცხადეთ, კადრებიც კი ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია დასკვნების გაკეთება, მათი უფრო მეტად განვითარება, უფრო სრულყოფა, უფრო ფართოდ გავრცელება”.

ჰაკობ არშაკიანი. ”ეს ჩვენ ძალზე დიდ პრობლემებს გვიგვარებს, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ამ კომპანიების მიერ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალისხმევის და ენერგიის მხრივ. ერთი რამაა, რომ იარაღი გქონდეს, სხვა საკითხია, როდესაც მას ნამდვილ ბრძოლაში იყენებ და ის ეფექტურობას უჩვენებს. ”ჩვენ ვნახეთ განადგურებული ტანკები. ვნახეთ ზუსტი დარტყმები. ვნახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სიღრმისეული კვლევა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.”

ეს სია შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია, რომლის მიმართულებითაც დღეს მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უკვე სახელმწიფოსგან იღებს დამატებით და საჭირო დაფინანსებას.

მანამდე იყო ინჟინრების “დიდი მობილიზება”, რომელიც 2016 წლის აპრილის ომის შემდეგ გამოაცხადა “მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარენ ვარდანიანმა. იგი გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ, და მან ვერ მოასწრო, რომ ეხილა სომხური უპილოტო მფრინავი აპარატების პრაქტიკული წარმატება. მაგრამ მას არასოდეს ეპარებოდა ეჭვი, მათ წარმატებაში. ის უკვე 2018 წელს საუბრობდა წარმატების შესახებ.

”მობილიზაციას გამოეხმაურა 300 ინჟინერი, დაახლოებით 20 კომპანია. ბევრი ახალგაზრდა იყო, რომელთაც გამოცდილება არ ჰქონდათ, იყვნენ გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც პროაქტიულობა არ ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენი, რაც გვინდოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ, სამწუხაროდ, დრო არ იყო, რომ  ახალგაზრდებისთვის გვესწავლებინა ან ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის პროაქტიულობა მიგვეცა. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ მცირე ჯგუფები, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა. თუ ჩვენ შევაფასებთ შექმნილს, ვფიქრობ, რომ მაღალი შეფასება შეგვიძლია მივცეთ, რადგან შეიქმნა არაერთი საინტერესო რამ”.

ეს იყო უდროოდ გარდაცვლილი კარენ ვარდანიანის 2018 წლის ახლახანს რეგისტრირებული წარმატება.

რა თქმა უნდა, ზომაზე მეტად აღფრთოვანება და იმის მიჩნევა, რომ სომხური უპილოტო მფრინავი აპარატებით უკვე შევდივართ საერთაშორისო ბაზარზე, ჯერ ნაადრევია. დიდი საინჟინრო მობილიზაციის დროიდან უპილოტო მფრინავი აპარატების წარმოებით დაკავებული კომპანია ,,დავაროს“ დირექტორის თქმით,  სომეხი ინჟინრები ამჟამად ფიქრობენ არა “უცხოური” ბაზრების დაპყრობის, არამედ შიდა მოთხოვნილების უზრუნველყოფის მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button