მთავარი

იწყება “ვირტუალური ხიდი”. სომხეთი და სილიკონის ველი უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს

იწყება  მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტი   “სომხური ვირტუალური ხიდი”.  ეს ახალი ამბავი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ  არშაკიანმა გამოაქვეყნა თავის ფეისბუქის გვერდზე, სადაც  მან პროექტს  ”ყველაზე დიდი” უწოდა.

”ჩვენ სილიკონის ველის წარმომადგენლებთან  ერთობლივი გახსნის ცერემონიას ჩავატარებთ ონლაინ რეჟიმში. სტუმრებს შორის იქნებიან მსოფლიოში ცნობილი სომეხი ტექნიკური პარტნიორები”, – წერს მინისტრი. მან დაინტერესებული პირები მიიწვია პირდაპირ ეთერში დღეს სამ აგვისტოს 19:00 საათზე მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვედზე.

ამ პროექტის  საშუალებით სომხეთი უკავშირდება მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრებს, დიასპორის პოტენციალის გამოყენებით.

ნახეთ მეტი
Back to top button