კულტურა

სომეხთა გენოციდის შესახებ ფილმი “დაპირება” ნეტფლიქსის ფილმოთეკაში

,,Armradio.am“ წერს, რომ 8 აგვისტოდან ფილმი “დაპირება” უფრო ხელმისაწვდომი გახდება. სომხეთის გენოციდის შესახებ ეს ისტორიული დრამა გამოჩნდება Netflix ფილმოთეკაში, იტყობინება ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი.

ფილმ “დაპირების” მსოფლიო პრემიერა გაიმართა 2016 წლის 11 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის დროს. ფილმის პრემიერა სომხეთში 2017 წლის 27 აპრილს შედგა. ფილმი ნაჩვენები იქნა სომხურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ფილმის მოვლენები ვითარდება ოსმალეთის იმპერიის ბოლო დღეებში. ფილმში წარმოდგენილია სასიყვარულო სამკუთხედი სომეხ ფარმაცევტს მიქაელს, რომელიც კონსტანტინოპოლში წავიდა მედიცინის შესასწავლად, პარიზში ნასწავლ სომეხ მხატვარ ანასა და ამერიკელ ფოტოჟურნალისტ ქრისს შორის.

ფილმი გადაღებულია ამერიკელი სომეხი ქველმოქმედის, ქრქ ქრქორიანის ინიციატივით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close