ანალიტიკამთავარი

ბაქოს დიდი ბლეფი: რომელი მხარის მიდგომები უფრო მეტად აღიქმება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ – ̶ პოლიტოლოგ ნარეკ მინასიანის მიმოხილვა

„სპუტნიკ სომხეთის“  გვერდებზე პოლიტოლოგი ნარეკ მინასიანი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივებს, ამასთან დაკავშირებით ბაქოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, აგრეთვე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას მოლაპარაკების პროცესის განახლების მიმართულებით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ  ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო ერთგულია ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის პრინციპებისა, მაგრამ დასძინა, რომ მოლაპარაკებების გამართვა  მხოლოდ მოლაპარაკებებისათვის არ ღირს და  მოლაპარაკებები უნდა იყოს არსებითი.

პოლიტოლოგ ნარეკ მინასიანის თქმით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბაქოს რიტორიკაში ზოგიერთი აქცენტობრივი  ცვლილება არსებობს (იმისდა მიუხედავად, რომ ალიევი  ადრე ლაპარაკობდა პრობლემის სამხედრო გადაწყვეტაზე), თუმცა  ეს საკმარისი არ არის, ამიტომაც სომხური მხარე ხაზს უსვამს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ საჯაროდ უნდა უარი თქვას ძალის გამოყენებაზე და  ძალობრივ მუქარაზე.

”რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არ აღიარებს, რომ მისი ივლისის პროვოკაცია  წამატებით ვერ  დაგვირგვინდა, უფრო მეტიც,   ის  ცდილობს, ეს მოვლენები წარუდგინოს საკუთარ საზოგადოებას, როგორც გამარჯვება, რაც ფაქტობრივად, დიდი ბლეფია. თანათავმჯდომარეები კარგად ერკვევიან  სიტუაციაში. მაგალითად, აზერბაიჯანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის სამი შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა  ივლისის ესკალაციის დროს, რაც ბაქოს საზიანოდ მოქმედებს, ხოლო სომხური მხარის არგუმენტები და მიდგომები უფრო აღიქმება  თანათავმჯდომარეების მიერ. მხარეები პოზიციონირების ეტაპზე იმყოფებიან და აფიქსირებენ თავიანთ  მიდგომებს  მოლაპარაკებების დაწყებამდე“,  – ამბობს პოლიტოლოგი.

ნარეკ მინასიანი შეგვახსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანისათვის ივლისის პროვოკაცია რიცხვით მეორეა.  მოლაპარაკების პროცესის ლოგიკით, ის არ უნდა დარჩეს უპასუხოდ და შედეგების გარეშე.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს,  როდესაც აზერბაიჯანმა დაარღვია 2016 წლის აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმებები, შენარჩუნებული  იქნა ესკალაციის რისკები, ხოლო  ოთხი წლის შემდეგ აზერბაიჯანული პროვოკაცია კვლავ განმეორდა.

პოლიტოლოგის აზრით, ამგვარი მოვლენების გამორიცხვის მიზნით, უნდა დაინერგოს შესაბამისი რისკის შემცირების მექანიზმები, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი აგრესიის განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია.

მინასიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ინსტიტუტმა თავი ამოწურა. მისი აზრით, თანათავმჯდომარეებს არ აქვთ ვალდებულება  კონფლიქტის მხარეებს რაიმე დააკისრონ, ისინი  უნდა მიუახლოვონ მოლაპარაკებების პოზიციებსა და მიდგომებს, ხელი შეუწყონ ნდობის ატმოსფეროს შექმნას, შესთავაზონ ვარიანტები, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეები.

მინასანის თქმით, იმაში, რომ  ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი ომი არ დაწყებულა, დიდ როლს ასრულებენ  მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

ნახეთ მეტი
Back to top button